• რეკლამა
  • კონტაქტი
00:19, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მელიას ამ განცხადების მერე, შუაზე გაიწიწკნენ, გამწარდნენ, აწრიალდნენ „ქოცები“ და ფერი დაკარგეს“ – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
03:14 10-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

„ალია“, ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– „ქართული ოცნების“ მხრიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩეევნების დანიშვნაზე არც უნდა ვიოცნებოთ?

– გამორიცხეთ ეგ, რა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მეხუმრებით? უბედურების მოლოდინში ვართ რეალურად, ყველა, ვინც ხედავს, რა  პროცესებთან და პროცესების რა შესაძლო განვითარებასთანაც გვაქვს საქმე.

– „ქართულ ოცნებას“, მგონი, იმაზე მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე თავის დროზე „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა დასაკარგი. „ნაცებმა“ არჩევნები წაგეს და წავიდნენ. მათაც ათასი რაღაც სცადეს ხელისუფლების შესანრაჩუნებლად, ბევრი უკანონობაც ჩაიდინეს საამისოდ, მაგრამ ბოლოს ევროპისა და ამერიკის ზეწოლას დაჰყვნენ და  დათმეს ხელისუფლება.

– საქმეც მაგაშია, რომ ამ „ქართულ ოცნებას“ არც ევროპისა ესმის და არც ამერიკისა. მაგათთვის რომ დაეჯერებინათ, დანიშნავდნენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და არც ეს არჩევნები იქნებოდა ასე დაძაბული,  კონფრონტაცული და საფრთხის შემცველი. ახლა ხომ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით დადიოდა  შარლ მიშელთან შეხვედერებზე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ ცალკეულ უცხოელ პოლიტიკოსებთან, დიმლომატებთან შეხვედრებზე, სადაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებენის საკითხი განიხილებოდა. ბიძინა ივანიშვილს წამითაც კი არ უფიქრია ვადამდელი არჩევნები, ეს საკითხი არც  კი განუხილავს, ახლა დარწმუნებული ვარ.  ამათ დასაკარგი აქვთ და თან ძალიან ბევრი. ნიკა მელიამ ერთი განაცხადა იმ დღეს, თბილისს რომ მოვიგებთ და თბილისის მერიას გადმოვიბარებთ, იქ ისეთი დანაშაულებები დაგვხდება, ყურს არ გაეგონებაო. ყველამ კარგად ვიცით, ბიუჯეტის რა ძარცვა–გლეჯაა თბილისის მერიაში და კიდევ სხვა სახის დანაშულებები. ნიკა მელიას  ამ განცხადების მერე, შუაზე გაიწიწკნენ, გამწარდნენ,  აწრიალდნენ „ქოცები“ და  ფერი დაკარგეს. წარმოგიდგენიათ, ისეთი აღვირახსნილობის განცდა აქვთ, დანაშაულს რომ სჩადიან, ამ დანაშულის კვალის დაფარვასაც არ ცდილობენ. ხელისგულზე დევს მათი ყველა დანაშული არა მხოლოდ თბილისის მერიაში, სხვა სტრუქტურებშიც, ადგილობრივი თვითმმართველობებისა იქნება ეს თუ ცენტრალური ხელისუფლებისა. ამათია ყველაფერი, შსს, პროკურატურა, სასამართლო და გვეუბნებიან, რომ ფეხები არ მოგვჭამოთ, რასაც გვინდა ვაკეთებთ და გავაკეთებთო. როგორც კი მელიას ამ ფრაზას მოჰკრეს ყური, როგორც კი შეახსენეს თავიანთი დანაშულებრივი ფაქტები, ამან  ისე გააღიზიანა, აგერ, „სპეცნაზის“ გამოყენება სცადეს ხალხის დასარბრვად, მაგრამ ხალხის იმხელა პროტესტი იყო, ეს ვეღარ გაბედეს. „

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved