• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მეკითხებოდნენ რას ვფიქრობდი გადახრილებზე, 17 მაისზე, მთავაზობდნენ ცხვრის მოკვლას და სისხლის დალევას” – მოქალაქე პოლიციას ამხელს

ალია ავტორი - ალია
20:17 07-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
355

შინაგან საქმეთა სამინისტრო სკანდალში ეხვევა – ახალგაზრდა კაცი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. ლუკა კინწურაშვილი თავის ისტორიას სოციალურ ქსელში წერს:

,,9 ივლისს, დღის 3 საათზე ზოომაღაზიაში მივდიოდი, ავტობუსის გაჩერებაზე გამაჩერა პოლიციის უფორმო სამმა თანამშოლებმა, მთხოვეს წარმედგინა საბუთები, დავინტერესდი რის საფუძველზე ინტერესდებოდნენ ჩემი ვინაობით და რომ წარედგინათ საბუთები შორიდან მაჩვენა პოლიციის თანამშრომელმა საბუთი და მეც წარვუდგინე პირადობის მოწმობა (ხელში არ გადამიცია საბუთი) მითხრა რომ მიმეცა პირადად და მაშინვე მივაწოდე. ვინაიდან უხეში ტონით მესაუბრებოდენ თავიდანვე და არც მიზეზი უთქვამთ, რის საფუძველზე ხდებოდა ჩემი უმიზეზოდ გადამოწმება, საჭიროდ ჩავთვალე ვიდეო გადამეღო. ვიდეოს გადაღებისას ტელეფონზე მწვდა ხელში – მეორე პოლიციელმა უთხრა რომ დაენებებინა თავი. არ ვთმობდი ტელეფონს.

დაახლოებით 10 წუთში მოდის დაბურული ფანჯრებიანი შავი მანქანა, სადაც არფერი ჩანს. გადმოდის კიდევ ერთი უფორმო, მეკითხება რა ხდება ლუკაო. ხელს მიწვდის – არ ვართმევ ხელს და ვუხსნი, რაც ხდებოდა. მწვდა ხელში, გამომგლიჯა ტელეფონი. ჩატენეთ მანქანაშიო ამის… გადამიგრიხეს ხელები ისე, რომ ორი დღე მტკიოდა. რამდენიმე წუთში გააჩერა მანქანა, ვთხოვდი რომ გადავეყვანე პოლიციის განყოფილებაში, რომ თავს არ ვგრძნობდი უსაფრთხოდ. მიყვიროდა და მლანძღავდა. შემდეგ გამიჩხირკეს ჩანთა ასევე მანქანაში. ამ დროს ვითხოვდი რომ ვინმე გამვლელისთვის მაინც ეთხოვათ დასწრებოდა ჩხრეკას. ვერაფერი რომ ვერ ნახეს ჩანთაში, გადამიყვავანეს ბორკილებით პოლიციაში.

პოლიციაში მათი დამოკიდებულება შეიცვალა (ახალი რომ ხარ უბანში პრევცენციის მიზნით გაგაჩერეთო) პოლიციისვის საქმიანობის ხელშეშლისთვის ხარ დაკავებულიო, მომიტანეს საბუთი და არ მოვაწერე ხელი. ვითხოვდი ოჯახთან ან იურისტთან დაკავშირებას.
განყოფილებაში მეკითხებოდნენ რას ვფიქრობდი გადახრილებზე, 17 მაისზე, მთავაზობდნენ ცხვრის მოკვლას და სისხლის დალევას (ვეგანი ვარ), რას ვფიქრობდი აბორტზე – ცხოველების სიცოცხლე თუ გადარდებს ბავშვების(ზიგოტას) “მოკვლას” რატომ ვემხრობოდი და რაც ყველაზე საწყენია ამას ქალი მეკითხებოდა.

ათას სისულელეზე საუბრის შემდეგ პოლიციის უფროსი გამოდის და მანამდე რომ მაგინებდა, ეხლა მიწყებს საუბარს ჩემს შვილსაც არ უყვარს ხორცი და ათას სისულელელით ცდილობდა ჩემი ნდობის მოპოვებას. ახალი ხარ ამ უბანში და მაგიტომ გამოწმებდითო, ტყუილად შეიქმენი პრობლემებიო. შევყავარ პოლიციის უფროსის ოთახში და ძალიან ზრდილობიანად და საყვარლად მიყვება ის მონსტრი თავის ცხოვრების ისტორიებს და მეუბნება წაშალე ვიდეო და გაგიშვებთო ან კაპეზეზე გადაგიყვანთო აქამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული არ ვყოფილვარ, ძაღლიც ცუდად მყავდა 4 დღე გადასხმებს ვუკეთებდი და დიდ ხნიანი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი ვიდეოების წაშლას იმ პირობით, რომ გამიშვებდენ და კაპეზეზე არ გადამიყვადნენ. მომხსენს ბორკილები, მომცეს ტელეფონი, წავშალე ვიდეო და დაადეთ ბორკილები გადაიყვანეთ კაპეზეზეო.

11 ივლის გამომიყვანეს კაპეზედან, გურჯაანში ვიყავი გადაყვანილი. პოლიციაში დაბრუნებისას არ მქონია საშუალება დავკავშირებოდი იურისტს, რადგან ტელეფონი არ მქონდა თან ამიტომაც ხელი ისევ არ მოვაწერე დოკუმენტს, რომ ვეთანხმებოდი თითქოს პოლიციას ხელი შევუშალე თავის საქმიანობის შესრულებაში. სასამართლოზე ვინც პირველად ტელეფონის წართმევა ცადა, ის და კიდევ ერთი თანამშრომელი იყვნენ მოწმეები,თუმცა ავტობუსის გაჩერებაზე სამი ადამიანი შეესწრო ამ ფაქტს. მოსამართლეს ვთხოვე საქმის გადადება და 22 ივლისამდე გადამიდო საქმე, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ჩემს სიტყვას პოლიციელის სიტყვაზე მეტი ფასი ექნება. ხომ ვერ მირჩევთ რომელ ორგანიზაციას შეიძლება მივმართო, რომელიც ასეთ დროს დახმარებას გამიწევს? ცამდე მართალი ვარ. თავიდან უნდოდათ პოლიციის შეურაცხყოფისთვის და ხელშეშლისთვის დაკავება, პოლიციელმა მუცელზე მიჩქმიტა და თავხედი ხარო რომ ვითხარი ეგ ეგონა შეურაცხყოფა ალბათ და მე რომ უშვერი სიტყვებით მამკობდნენ ეგ არაფერი.“

თეგები: შსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved