მეგან ფოქსმა გამოცემა Glamour UK-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მან და თავისმა საქმრომ, Machine Gun Kelly-მ ერთმანეთის სისხლი დალიეს.
13 იანვარს ფოქსმა სოციალურ ქსელში ნიშნობის ვიდეო გამოაქვეყნა. აღწერაში კი დაწერა “მე “კი” ვთქვი, შემდეგ კი ერთმანეთის სისხლი დავლიეთ”. ცოტა ხნის შემდეგ წყვილი ამულეტებით გამოჩნდა, რომლებშიც ერთმანეთის სისხლს დაატარებდნენ. მას შემდეგ, თვეების განმავლობაში მედია ცდილობდა გაერკვია რას გულისხმობდა მსახიობი “სისხლის დალევაში”.
კომენტარები