დიდი ოცეულის ქვეყნების შეკრებაზე ტრადიციული ფოტოსესია ჩაიშალა – მიზეზი ღონისძიებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობაა. სერგეი ლავროვი ამერიკაში ტრამპის მიწვევით იმყოფება. მედია წერს, რომ სამახსოვრო ფოტოს გადაღება პროგრამიდან ამოიღეს, რადგან ლავროვთან ერთად პოზირებაზე მსოფლიოს ლიდერებმა უარი თქვეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სხდომაში ლავროვის მონაწილეობას „უხერხული მომენტი“ უწოდა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ რუსეთთან ჩვეულებრივ ურთიერთობებზე დაბრუნებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
მედია წერს, რომ სერგეი ლავროვი დაესწრო მარკო რუბიოს ორგანიზებულ ღონისძიებას და შეძლო მასთან რამდენიმე წამით გამოლაპარაკებაც.











კომენტარები