• რეკლამა
  • კონტაქტი
12:59, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მეამაყება რომ მათ პირადად ვიცნობ!“ – რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები ჟურნალისტი იქ მოღვაწე ქართველ ექიმებზე

ალია ავტორი - ალია
14:18 04-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„2011 წელს, ვირჯინიაში, ცნობილ ქართველ კარდიოლოგთან – აკაკი (აკა) გვახარიასთან ინტერვიუ ჩავწერე . იმდენად მოკრძალებული და თავაზიანი გახლდათ ბატონი აკა, რომ თავის დიდ წარმატებაზე ამერიკაში და საქველმოქედო საქმეებზე არც კი უთქვამს არაფერი, არადა მაშინ უკვე ბევრი მისი ამერიკელი კოლეგისგან მქონდა გაგონილი, თუ რა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი იყო და ხშირად, უანგაროდ, ქართველ ემიგრანტ პაციენტებსაც დახმარებია. ერთხელ, მეც დავურეკე და ერთი პატარა პაციენტისთვის , რომელიც საქართველოში სიკვდილ-სიცოცხლეს ებრძოდა წამლის შოვნაში დახმარება ვთხოვე. ამერიკაში ასეთი წამალი ძალიან ძვირია და თანაც ურეცეპტოდ არავინ მოგცემთ. აკა ექიმმა თავის ფულით შეიძინა სამი თვის დოზა და ამ ბავშვს ამერიკიდან თბილისში გაუგზავნა. ისიც მახსოვს, მის ჰოპსიტალში მისულს, როგორი სიამყით უყვებოდა ბატონო აკა ამერიკელ ექიმებს საქართველოს ისტორიას და თან დასძენდა რომ მის განათლებასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი სამშობლომ შეიტანა! სამწუხაროდ ასეთი დიდებული ადამიანი დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის, არადა რა ძალიან გვჭირდება.

მეორე, ასევე ძალიან პოპულარულ ქართველ პლასტიკურ ქირურგზე – რამაზ დათიაშვილზე მინდა მოგიყვეთ. ბატონი რამაზი ნიუ ჯერსის შტატის რუთგერსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში წამყვანი პლასტიკური ქირურგი გახლავთ. შტატის ტელევიზია და პრესა მასზე ისეთივე ლეგენდებს ჰყვება, როგორც 1983წელს საბჭოთა მედია, მის უნიკალურად ჩატარებულ ლიტველი გოგონასთვის კიდურების აღდგენის ოპერაციაზე. ყოველთვის, როცა ბატონ რამაზთან ინტერვიუს ვამზადებ, იგი მუდ ხაზს უსვამს ქართველი კოლეგების პროფესიონალიზმს და აღნიშნავს რომ, თუ საქართველოში ვინმეს რაიმე დასჭირდება მზად არის დაუყონებლივ აღმოუჩინოს თანადგომა.

კიდევ მინდა ბატონ გიორგი გურულზე გითხრათ ორიოდე სიტყვა. ბატონი გიორგი გახლავთ ცნობილი ქირურგი, უროლოგი და ონკოლოგო – დოქტორი ამ სფეროში რიჩმონდში, ვირჯინიის საუნივერსიტეტო კლინიკაში. უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს ამერიკაში ბატონი გოგიც . მასაც განსაკუთრებით უხარია პატარა საქართველოს ყველანაირი მიღწევა და წარმატება.

ამ სამ ადამიანზე სწორედ ახლა მინდოდა მომეყოლა თქვენთვის და დამენახებინა რომ ამერიკას ბევრი სახელოვანი ქართველი ექიმი ჰყავს, რომელიც საკუთარ საქმეს ყოველგვარი პოპულიზმის, მიკერძოების, მაღალი პროფესიული ეთიკისა და სტანდარტების დაცვით, პოლიტიკური კეკლუცობისა და ქულების ჩაწერის გარეშე აკეთებს!!! მეამაყება რომ მათ პირადად ვიცნობ!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე
ახალი ამბები

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე

15:28 11-01-2026
“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved