• რეკლამა
  • კონტაქტი
10:37, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ველოსიპედს ვეფერებოდი, ერთი კაცი კოჭლ ძაღლს და ერთი მთვრალი კაცი კიდევ ბოძს, რომელსაც მაშინ სტოლბა ერქვა”– კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
17:40 03-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136
მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე:
1994 წლის მარტის დასაწყისში, ჩემმა მამიდაშვილმა, გელამ, ,,დესნა დვა” მაჩუქა. ,,დესნა დვა” არის ველოსიპედების სახეობა ოთხმოცდაათიანების ყოფაში, შემადგენელი ურთულესი კითხვისა – ,,დესნა ჯობია თუ დესნა დვა?” , რომელსაც სულ სხვა პასუხი ჰქონდა: ,,ვესნა, ვესნაა ყველაზე მაგარი!” ხოლო ველოსიპედს გურულად ეწოდება ველოსაპეტი. ეს დიდი საჩუქარი, მე და დედაჩემმა ჩავიბარეთ და გამოვეშურეთ ოზურგეთისკენ. ზუსტად ექვსი საათი ველოდით ნატანების ჩაბნელებულ სადგურში ელექტრიჩკას. მე ველოსიპედს ვეფერებოდი, ერთი კაცი კოჭლ ძაღლს და ერთი მთვრალი კაცი კიდევ ბოძს, რომელსაც მაშინ სტოლბა ერქვა. ვიღაც დაბალი ქალი, საათში ერთხელ, ზანტი ნაბიჯით გამოდიოდა და შეგუებული ხმით გვამცნობდა: ,,ელექტრიჩკა დეიგვიანებს, ოჩხამურშია გაჭედილი!”. მე რაც თავი მახსოვს, ეგ მატარებელი სულ ოჩხამურში იჭედებოდა, მაგრამ მაშინ განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ეს გაჭედვა. მოდის! – იყვირა ბოლოს ერთმა, რომელიც ყოველდღე დადიოდა ნატანებიდან ოზურგეთში და რომლის სმენამ ნაძალდევი ევოლუცია განიცადა – რვა კილომეტრიდან მოესმოდა ვაგონების ხმა. ოზურგეთში რომ ჩავედით, იქნებოდა ასე შუაღამის პირველი. სადგურიდან სახლამდე კი არის სამი კილომეტრი და შესაბამისად გზაში მოვიდა შუქი. ცენტრალური. განათდა სახლები. შუქი ორის ნახევარზე მიდიოდა და იყო ასე საათნახევარი. ამ დროს ერთმა თანამგზავრმა თქვა: ,,აგერ ანტონას ამდენი ბაღნები ყავს და დენი რომ მუა, რამდენი რაცხა ექნება მაგის ცოლს დასაუთოებელი, მარა უთო გადააგდესო” . ,,რატომო?” – იკითხეს. ,,თვითონ ეშინია აქეთ დაუთოებისო” – თანამგზავრმა. კი, უთო საშიში იყო და გადამალული, მაცივარს რელე ჰქონდა გამოცლილი და ნივას ბორბლები – მაგრამ ანტონა მოგვიანებით მაინც დააყაჩაღეს და დაჭრეს კიდეც.
სადღაც აღმაშენებლის ქუჩის შუაში, დედაჩემი გაჩერდა და ბეწვის ქურქი გადმოატრიალა, ვინმეს ძალიან ძვირფასი არ ეგონოსო და მოვდიოდით ასე – მე ,,დესნა დვით”, დედაჩემი გადმოტრიალებული ქურქით, ალისტრახო ხინიკაძე, ნოდარ ზაქარაიძე, ნუნუკა ცენტერაძე წიწილებით და კიდევ ერთი მთვრალი კაცი აშკარად დიდი, ყველაფრისადმი სიყვარულით აღსავსე გულით. იმდენად, რომ წაიქცა, ფეხსაცმელი გაძვრა და იმ ფეხსაცმელს ეხუტებოდა. კაცი ალისტრახომ წამოაყენა და ალისტრახომვე დაფერთხა.
დედაჩემს ეშინოდა ყაჩაღების, ანტონასაც ეშინოდა ალბათ – იმ სახლში, რომელსაც ჩავუარეთ. და ნუნუკსაც ეშინოდა, ნოდარსაც და ალისტრახოსაც. ყველა უბედური იყო. მე და იმ კაცის გარდა. მაგრამ ჩემი უპირატესობა ეგ გახლდათ, რომ მე ფხიზელი ვიყავი და ალბათ ერთადერთი ფხიზელი 1994 წლის მარტის იმ ღამეს, რომელსაც უხაროდა.
#წერილებიჩემიბავშვობიდან
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved