• რეკლამა
  • კონტაქტი
02:40, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გურამ დადიანიძის FACEBOOK – ზე დაპოსტა – სოცქსელში მიმართვა ვრცელდება

ალია ავტორი - ალია
10:11 08-21-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,937

FACEBOOK გვერდი – “ნასვამი ჩოჩორი“ სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც აღიარებს, რომ სწორედ მან დაპოსტა გურამ დადიანიძის ექაუნთიდან ოსურად სიტყვა “დადგა ჟამი”.

როგორც მიმართვაში ანონიმური პირი ამბობს, გადაწყვეტილება თავად მიიღო და ამის შესახებ ინფორმაცია არც გურიკას დედას და არც ადვოკატს არ ჰქონიათ და საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ.

მისი თქმით, გამოძიების მიზანია, “დააფარონ ხელი ბატონ კახა გელაშვილს და მის შავბნელ გამოუძიებელ საქმიანობებს.“

მოგესალმებით. მინდა გაცნობოთ, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაპოსტა გურამ დადიანიძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ოსურად სიტყვა “დადგა ჟამი”.

იმის გამო, რომ ჩემი და ჩემი გუნდის კერძო საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე დავადგინეთ, რომ აღნიშნული ყალბი კახა გელაშვილის გვერდი და ასევე ნამდვილი კახა გელაშვილის გვერდის IP მისამართები ერთი და იგივეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კახა გელაშვილს ნამდვილად მიუწვდება ხელი იმ ცნობილ ყალბ გვერდზე, რომელიც ასევე კახა გელაშვილის სახელით არის დარეგისტრირებული. ამ ინფორმაციას ასევე ფლობს საგამოძიებო სტრუქტურა როგორც ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილზე, რომელიც 3-4 წელია ატყუებდა გამწარებულ დედას, რომელიც ეძებდა გურამ დადიანიძის საქმეს, რომელიც არის დაახლოებული პირი ბატონ კახა გელაშვილთან.

მე და ჩემს გუნდს მიგვიწვდება ხელი მხოლოდ გურამ დადიანიძის ოფიციალურ გვერდზე და ჩვენი მიზანი სწორედ ის იყო, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წასულიყო. თუმცა კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რათა კიდევ ერთხელ დააფარონ ხელი ბატონ კახა გელაშვილს და მის შავბნელ გამოუძიებელ საქმიანობებს.

დაპოსტვის შემდეგ გავაგზავნეთ ანონიმური შეტყობინება ოჯახთან და ასევე ბატონ ტარიელ კაკაბაძესთან, რომლებსაც ამ შემთხვევაში პოსტის დადებამდე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ ამ პოსტის დადების შესახებ. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი იყო ოჯახის დახმარება და ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები სწორი მიმართულებით ჩატარებულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ არასწორი მიმართულებით ცდილობენ ამ გამოძიების წარმართვას და კიდევ ერთხელ ჩაფარცხვას. ქალბატონ სოფო ბიბილაშვილს არ ჰქონია ინფორმაცია ჩვენი მოქმედებების შესახებ, ასე რომ ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში და იმაზე მოახდინეთ რეაგირება, რა ფაქტებიც გაგაჩნიათ, ჩვენივე მოწოდებული ბატონი კახა გელაშვილის წინააღმდეგ” , – ნათქვამია მიმართვაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა – სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved