• რეკლამა
  • კონტაქტი
06:12, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ქონება წამართვეს, ღირსება შენ წაგართვეს, მიშამ ფეხები დაგიბაკუნა და მილანში გაიქეცი” – ნოდარ მოსულიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:43 10-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

“ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი, ნოდარ მოსულიშვილი:

“კახი კალაძეს
მახსოვს ქონების წართმევა, რა დამავიწყებს როცა არაფერი დამიტოვეს. მახსოვს 2017 წლის სექტემბერში, თბილისის მერის აჩევნების წინ შეგხვდი, მოგიყევი, რომ სააკაშვილმა და ამჟამად შენმა მეგობარმა გიორგი რამიშვილმა (ზარალა) როგორ გამაკოტრეს: დავკარგე რუსთაველზე 414 კვ.მ ფართი (რესტორანი ,,ხინკალცენტრი”), საცხოვრებელი ბინა, გამიოხრდა 48 ჰა ვენახი. ნაციონალებმა არ გამომასახლეს სახლიდან (მაშინ როცა ერთადერთი ვიყავი ბიზნესიდან, როცა ხმამაღლა ვუპირისპირდებოდი სისხლიან რეჟიმს) 2012 წლის 15 ნოემბერს ღარიბაშვილმა და ტაბატაძემ გამომასახლეს არასრულწლოვანი ბავშვებით (მორატორიუმი იყო გამოსახლებაზე, მხოლოდ მე გამომასახლეს).

მახსოვს, როცა მოისმინე მკითხე რას ითხოვო? გაგიკვირდა ჩემი მოთხოვნა: ,,ზარალას” მუქთად ნუ მიაქვს 414 კვ. მ გადაიხადოს ფართის ღირებულება, ზარალს დავივიწყებ მეთქი. გაგიკვირდა ,,სულ ეს არისო”. მერე მომატყუე არჩევნების მერე მითხარი ,,იურიდიული კეისი არ მაქვსო”. მერიაში შემოვიტანე ადმინისტრაციული საჩივარი, თქვენ დაარღვიეთ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, არ დანიშნეთ განხილვა ზეპირი მოსმენით.

ეხლა კახეთში მომადგა ხელისუფლება, მართლზომიერ მფლობელებს გვართმევენ მიწებს და აძლევენ უცხოურ კომპანიას (ფეხებზე გკიდიათ კონსტიტუცია).

შენ მიმართვაში ამბობ ღირსება წაგართვესო. მე ქონება წამართვეს, ღირსება ვერა, რადგან ხმამაღლა ვეუბნეოდი სათქმელს. ღირსება შენ წაგართვეს, მიშამ ფეხები დაგიბაკუნა და მილანში გაიქეცი. რისი შეგეშინდა? თუ დაგიჭერდნენ მთელი მსოფლიო ალაპარაკდებოდა ცნობილი ფეხბურთელი დაიჭირესო, თანაც 10 საუკეთესო ადვოკატს აიყვანდი. ამას ვწერ ,,ქართული ოცნების” პირველი დამფუძნებელი ყრილობის მონაწილე. ბოდიში საზოგადოებას.”

ნოდარ მოსულიშვილი, რამდენიმე საათში, კიდევ ერთ წერილს წერს:

“კახი კალაძისადმი ჩემს პოსტზე დიდი მადლობა ყველას თანადგომისათვის, ჩემს პოსტზე ჯერ ცუდი არავის დაუწერია, თუ ვინმე აპირებს, არ მივიღებ ყველასგან. მხოლოდ იმან გამაკრიტიკოს ვინც სააკაშვილს უპირისპირდებოდა 2011წლის 7 ოქტომბრამდე. სირაქლემებივით ვისაც თავი ჰქონდა მიწაში ჩაყოფილი და სხვა ადგილი აშვერილი, არ გაბედოს ჩემი კრიტიკა. მაგარი ბიჭები, რომ არიან კალაძე, ღარიბაშვილი, კობახიძე, მდინარაძე, ოხანაშვილი, პაპუაშვილი, ზარქუა, ოდიშარია. თუ ესეთი ვაჟკაცები იყავით, სად იყავით 2007-2011წწ. მაშინ მიშა მაგარიაო და პოლიტიკაში არ ვერევითო. რა სარფიანი სამსახურები გიშოვიათ ბიჭებო!”

თეგები: კახა კალაძენოდარ მოსულიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved