• რეკლამა
  • კონტაქტი
19:25, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე მინდა თქვენთან თანამშრომლობა… შვილიშვილებს მოვუყვებით, რომ პარლამენტში ტყუილად არ ვმჯდარვართ” – იაგო ხვიჩია “ოცნებას”

ალია ავტორი - ალია
15:16 11-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ წევრებს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა და თქვა:

„ქართული ოცნების“ წევრები არავის არ მიიჩნევდა მის თანასწორად და არასდროს არ შემოდიოდა თანასწორ საუბარში. ჩემი აზრით, ეს თუ ასე გაგრძელდა არაფერი არ გამოვა აქედან. ჩემი პარტიის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც არც მონები გვყავს და არც არავის მონად არ მიგვაჩნია თავი, ნებისმიერ თქვენთაგანს როგორც თანასწორს, ისე ველაპარაკებით. არც ზემოდან გიყურებთ და არც მოწყალებას გთხოვთ. მე არ ვიცი თქვენ როგორ უყურებთ ამ სიტუაციას. შეიძლება, საკუთარი წარმატება გაძლევთ საშუალებას, რომ ვიღაცებს არათანასწორად ელაპარაკოთ, მაგრამ მე მგონი, ახლა არ არის ამის სიტუაცია.

მინდა, რომ როგორც მე გეპყრობით პატივისცემით და სერიოზულად გისმენთ, როდესაც რაღაც გაინტერესებთ, ზუსტად იგივე ხდებოდეს ჩვენს შემთხვევაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უფრო მდიდრები ხართ, უფრო მეტი წარმატება გინახავთ ცხოვრებაში, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც ამ დარბაზში არავინ არ ეუბნება როდის შემოვიდეს, როდის გავიდეს, რას დააჭიროს ხელი, რა აზრი გამოთქვას და ეს არავისთან არასდროს არ თანხმდება, გარდა იმ ხალხისა, ვინც ამ აზრს უშუალოდ ამბობს.

მოდი, გავაგრძელოთ ურთიერთობა, როგორც თანასწორმა ადამიანებმა და როცა მე დავინახავ იმას, რომ თქვენ მართლა დაგაინტერესათ რამემ, რასაც ოპოზიცია ლაპარაკობს, ჩემი აზრით, მაშინ იქნება ეს პარლამენტი. მე მინდა თქვენთან თანამშრომლობა იმიტომ, რომ ვფიქრობ, ყველა ჩვენთანაგანს უნდა ჰქონდეს დასმული საკუთარ თავთან შეკითხვა – რა გვინდა, ერთი საკითხი მაინც, რომელიც ჩვენი გაკეთებული იყოს, რომელსაც შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვებით, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ჩვენ ტყუილად არ ვმჯდარვართ, აი ამისთვის ვიბრძოდით. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ხელისუფლებაში, რომელიც დამოუკიდებლად იაზროვნებს ასე, მით უფრო წარმატებული იქნება ეს პარლამენტი“

თეგები: იაგო ხვიჩიაირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved