„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მას არ უჩნდება კითხვა იმაზე თუ როგორ შეძლო პრემიერ-მინისტრმა ევროპამდე ჩარტერული რეისის თანხის გადახდა, თუმცა, აქვე იმასაც აცხადებს, რომ დეტალები არ იცის:
„მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალება, თუ არ მომეხმარა ოჯახის რომელიღაც წევრი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ამის საშუალება. როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის, ოჯახს აქვს გარკვეული შემოსავალი… დეკლარაციაში აისახება ყველა ხარჯი… კითხვა დაისვა როგორ გაფრინდა, ვისთან ერთად – მარტო თუ ცალკე… მარტო რომ არ იყო ნამდვილად ვიცი, რადგან შვილთან ერთად იყო. მეუღლე ახლდა თუ არა, ისიც არ ვიცი.”
კომენტარები