პრემიერმა გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ყოფილი თანაგუნდელის, სოფიო ქაცარავას დიდ ბრიტანეთში დანიშვნავს შეეხებოდა – ასე უპასუხა: “მე არ ვიცი, სოფიო ქაცარავა ოდესმე გუნდიდან წასული იყო?”
გუშინ, საგარეო საქმეთა სამინიტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
ქაცარავა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მმართველი გუნდი და საპარლამენტო მანდატი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხელისუფლებამ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.
კომენტარები