საქართველოს საპატრიაქროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ზიარების წესის შეცვლა ან დროებითი შეზღუდვა არ განიხილება. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„უპირველესად საყურადღებო უნდა იყოს დღევანდელი მდგომარეობა და არ უნდა გადავაჭარბოთ აჟიოტაჟს, შიში არ უნდა დავთესოთ, ძალიან მშვიდი განცხადებები კეთდება ჯანდაცვის მესვეურთა მხრიდან. დღევანდელი მდგომარეობა მე მგონი საშიში არ არის, 4 შემთხვევა არის დაფიქსირებული, გარედან შემოსული და ეს გვაიმედებს რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების გათვალისწინებით მძიმე ზომები არ იქნება. განსაკუთრებული ზომების მიღება გარდა იმისა, რასაც ჯანდაცვის მესვეურნი რეკომენდაციებს იძლევიან, მე ვფიქრობ ამის იქით არც უნდა ჩაერიოს არავინ რელიგიის საკითხებში.
მსჯელობა, რომ რაიმე ზიარების წესში შეიცვალოს შეუძლია ადამიანს, რომელსაც არ აქვს სარწმუნოება, არ იცის და არ სჯერა, რომ ღმერთთან ურთიერთობაში შედი ზიარების დროს. მორწმუნე ადამიანი ზიარების დროს იღებს ისეო ქრისტეს სისხლს და ხორცს, ეს არის მკურნებელი. ამიტომ მსჯელობა ამ თემაზე შეუძლებელი არის შედა საეკლესიო სივრცეშ, ამის შესახებ შეუძლია იმსჯელოს ადამიანმა რომელისთვისაც ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს. უკვე 1000 წელზე მეტია, რაც ეს ტრადიაცია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ყოფილა სხვადასხვა ეპიდემიები და არასოდეს ეკლესიას არ უმსჯელია რაიმე წესი შეეცვალა ზიარების ფორმასთან დაკავშირებით“
წყარო – პრაიტაიმი
კომენტარები