• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მავნებლური ნარატივია, ФСБ-ს დეზინფორმაციაა, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა სურს” – დეგნანი

ალია ავტორი - ალია
13:26 06-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
264

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ჟურნალისტებთან საუბარში, რუსულ პროპაგანდას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ აშშ-ს საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართვა სურს:

“მინდა ვუპასუხო მავნებლური ნარატივს, რაც ჩანს, რომ პირდაპირ ФСБ-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოებიდან მოდის. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში. აშშ-ს არ სურს, ამ ომის გაფართოება და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა რაც შეიძლება მალე შეწყდეს ეს ომი.

პუტინმა დაიწყო ეს აგრესიული, ბრუტალური ომი უკრაინის წინააღმდეგ და პუტინს შეუძლია ამ ომის შეჩერება. აშშ საქართველოს მეგობარია და გასული 30 წლის განმავლობაში რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა იმითვის, რათა დახმარებოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქართველებს ახსოვდეთ, რომ ეს რუსეთია, ვინც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა; რუსეთი იყო, რომელიც ცდილობდა თქვენი ენის განადგურებას; ეს რუსეთი იყო, რომელიც თქვენს ეკლესიებს შეურაცხყოფდა და ცხოველების სადგომად იყენებდა. თუ არის კითხვები იმის შესახებ, რას ნიშნავს რუსების მეგობრობა საქართველოსთვის, უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ საზღვარს. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან”

გუშინ, 29 ივლისს, “ქართული ოცნებიდან” წასულმა სამმა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურთ. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც 6 თვის შემდეგ მიენიჭება, თუკი ქვეყანა “ომში არ ჩაერთო ან სანქციები არ დაუწესა რუსეთს”.

თეგები: კელი დეგნანიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved