• რეკლამა
  • კონტაქტი
05:40, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მათ შორის კონფრონტაცია დაიწყო, “უმადურობისთვის” კი ზურაბიშვილი შეიძლება “დაისაჯოს”…-იაგო კაჭკაჭიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:45 02-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი “პალიტრანიუსთან” ამბობს:

 

„ფაქტია, რომ გარკვეული დისონანსია საქართველოს ხელისუფლებაში. მე ვგულისხმობ პრეზიდენტის და პრემიერის ინსტიტუტს. ისინი ერთხმაში არ საუბრობენ. უკრაინის საკითხი აღმოჩნდა ყველაზე უფრო სერიოზული განხეთქილების საბაბი. ფაქტია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი სხვა რიტორიკით საუბრობს, სხვა ხმა აქვს, მთავრობას კი სხვა. მიუხედავად პრეზიდენტის ინსტიტუტის შეზღუდული შესაძლებლობისა, მაინც მნიშვნელოვანი გავლენიანი ინსტიტუტია.

ფაქტია, კონფრონტაცია დაიწყო პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ამის ინდიკატორია ის, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე და სესია ფორმალურადაც კი არ შეიკრიბა. წარმოუდგენელი ამბავია, ეს არის დაპირისპირება ზურაბიშვილთან“, – განმარტა კაჭკაჭიშვილმა.

კითხვაზე, რა უთხრა ხელისუფლებამ პრეზიდენტს იმით, რომ რიგგარეშე სხდომა არ ჩაატარა, კაჭკაჭიშვილის თქმით, აღნიშნული ქმედებით, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტს უთხრა, რომ პრეზიდენტი „ქართული ოცნებისგან“ დავალებულია“.

„ ამით უთხრეს პრეზიდენტს, რომ დიდი წვლილი მიუძღვის „ქართულ ოცნებას“, რომ ის პრეზიდენტია. შესაძლოა, პრეზიდენტი ასეთი უმადურობისთვის „დაისაჯოს“. იმპიჩმენტის პროცედურა ჩატარდეს პრეზიდენტის წინააღმდეგ. ჯერ არ გამოსულა სააშკარაოზე ეს დაპირისპირება, მაგრამ ამის უტყუარი ნიშნები სახეზეა. ვფიქრობ, ეს პროცესი გაღრმავდება. ზურაბიშვილის რიტორიკა აბსოლუტურად უნისონშია. რამდენადაც ვიცი, მიდის ევროპაში, ბრიუსელში, მაკრონს ხვდება. უფრო აძლიერებს დასავლურ იმიჯს. ეს აუცილებლად მოვა წინააღმდეგობაში მთავრობასთან.

ვფიქრობ, ზურაბიშვილს ახლა უნიკალური შანსი აქვს, რომ იყოს მოთავე იმისა, რომ ქართულმა სახელმწიფომ განაცხადოს ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების მოთხოვნა. უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთ პაკეტად მოიაზრებოდა ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანების თვალსაზრისით. ახლა უკრაინას ეს საკითხი უდგას დღის წესრიგში, ძალიან კარგი იქნება თუ საქართველო შეუერთებს უკრაინას ხმას. ეს არ არის მოსალოდნელი ღარიბაშვილისგან, მთავრობისგან, მაგრამ შესაძლებელია ამ პროცესებს პრეზიდენტი ჩაუდგეს სათავეში. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ქართული საზოგადოების წინააღმდეგობას ხვდება, თანაც ახალგაზრდების უწყვეტ წინააღმდეგობას. ვიცით, რომ ხელისუფლებაზე მასობრივი საპროტესტო აქციები მოქმედებს და შეუძებელია ამან უკვალოდ ჩაიაროს. გაჩნდა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც სხვა რიტორიკთ და ენთუზიაზმით საუბრობს. ერთი მხრივ, ქართული საზოგადოების ნება და პრეზიდენტის ინსტიტუტის ნება, ერთად გაერთიანებული შესაძლოა, საკმარისი საფუძველი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ და მთავრობამ გააკეთოს გაბედული ნაბიჯები და შეეშვას ორსკამზე ჯდომის წამგებიან პოლიტიკას.

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, სულ მცირე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას სრულიად გაუმართლებელი, კონფორმისტული პოზიცია უჭირავს. ასევე, ეს პოზიცია გადადის გარკვეულ კაპიტულანტურ განწყობებში. წარმოდუგენელია საქართველოს ხელისუფლება და პრემიერი ვერ ხვდებოდეს, რომ ასეთი განცხადებები ღარიბაშვილს გარიყულს ტოვებს მსოფლიო ცილილიზებული საზოგადოებისგან და ქვეყნებისგან. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს რიტორიკის დონეზე გაცხადებული აქვს ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება. ღარიბაშვილი მწვანე შუქს უნთებს საქართველოს იზოლაციას ცივილიზებული სამყაროსგან. სხვანაირად წარმოუდგენელია. ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა აბსოლუტურად აცდენილია იმას, რასაც დღეს დასავლეთი აკეთებს და პოზიციონირებს. ტყუილია, რომ სანქციები არ მუშაობს. ტყუილია, რომ იარაღის მიწოდებას აზრი არ აქვს. ფაქტია, რომ ვერცერთი სტრატეგიული ქალაქი ვერ აიღო რუსეთმა. ფაქტია, რომ რუსეთმა სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწია. რატომ საუბრობს ღარიბაშვილი, რომ სანქციები არ მუშაობს?! ამას შესაძლოა, იმიტომ აკეთებს, რომ რაციონალური რეფლექსია არ აქვს პროცესებზე, ან არ თამაშობს ქართული და დასავლური ინტერესებით.

თუ პუტინს გაუვა აგრესია უკრაინაზე, სავსებით შესაძლებელია, რომ მიწვდეს ბალტიის რესპუბლიკებს, მით უფრო, რომ პუტინის გაცხადებული ამოცანაა რუსეთის იმპერიის აღდგენა. ევროპა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც მიხვდა, რომ ევროპას საფრთხე ემუქრება. მას შემდეგ, რაც პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდა, არ მახსოვს რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილი ავანტიურა, რომელიც მას არ გაუვიდა. პუტინი დასავლეთთან ყველა დაპირისპირებაში აღმოჩნდა წარმატებული. როგორც ჩანს, დაგროვდა ეს ნეგატიური გამოცდილება. მიხვდა ევროპა, რომ არ შეიძლება დიპლომატიის ენაზე ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც იმპერიული შიმშილი ერთმნიშნველოვან აგრესორად აქცევს.

მოულოდნელი იყო წინააღმდეგობის ასეთი ტოტალური მოძრაობა. რას მოიმოქმედებს, რთულია პროგნოზირება. შესაძლოა, მან თითი კოკაკვოს, დამორჩილდეს ამ წინაამღმდეგობას და უკან დაიხიოს. მინდა, რომ ეს დავუშვა. სხვა შემთხვევაში საუბარია ბირთვული ომის რისკზე“

თეგები: იაგო კაჭკაჭიშვილიირაკლი ღარიბაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved