აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი ამბობს, რომ თუ რუსეთმა გამარჯვება მოიპოვა ქალაქ სოლედარში, ან თუნდაც ბახმუტში, ეს ომის საერთო ტრაექტორიისთვის ცოტას ნიშნავს.
მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა:
“მაშინაც კი, თუ ბახმუტიც და სოლედარიც დაეცემა, ეს სტრატეგიულ გავლენას არ მოახდენს ომზე. და ეს ნამდვილად არ შეაჩერებს ან შეანელებს უკრაინელებს”.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ქალაქი სოლედარი რუსულმა ძალებმა ქალაქი ხუთშაბათს საღამოს დაიკავეს. აღნიშნული უკრაინამ უარყო – აღმოსავლეთ ძალების სპიკერი აცხადებს, რომ ქალაქისთვის ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება.
კომენტარები