27 ახალი პაციენტიდან 13 პაციენტი არის ბოლნისიდან, 1 თეთრიწყაროდან, 2 მარნეულიდან, 4 საკარანტინო სივრციდან, დანარჩენის დაინფიცირების წყარო კი უცნობია და მათი მოძიება ახლა ხდება- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტებიდან მათ კლინიკაში არც ერთი არ შეუყვანიათ.
საქართველოში კორონავირუსი ადამიანს 566 დაუდასტურდა, აქედან 184 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
კომენტარები