პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მოქალაქეებს მოუწოდებს კორონავირუსის რისკიდან გამომდინარე თავი შეიკავონ მოხუცი ახლობლების მონახულებისგან, რათა არ მოხდეს სპეციალიზებულ თავშესაფრებში ვირუსის გავრცელება.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ ჩვენს მოხუც ნათესავებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა მოხუცებულთა სახლში ვიზიტის დროს.
შეგახსენებთ, ფატალური მაჩვენებელი უმეტესად ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში ფიქსირდება.
კომენტარები