პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს ეხმაურება და ამბობს:
როგორც ჩანს, მორიგი შეტევა დაიწყო მასზე. არ კმაყოფილდებიან მისი ციხეში ჯდომით და ეს ბუნებრივიც არის, აქვთ ფინანსური პრეტენზიები მასთან, სთხოვენ ქონების დათმობა იქნება ეს თუ ქეშით ფულს. ახლა დეტალები ჩვენ არ ვიცით, ბუნებრივია. ფაქტია, რომ ბანალურად მაფიოზური სისტემა თვლის, რომ მან საერთო სალაროდან ფული მოიპარა ამა თუ იმ ფორმით და ეს ფული მან უნდა დააბრუნოს ბიძინას სალაროში. ამ შიდა გარჩევას უკავშირდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამ დროს ყველა ცდილობს, რომ თემის პოლიტიზირება მოახდინოს.
სასოწარკვეთილი ღარიბაშვილი შეეცადა, რომ აი, ამ მორიგი გაწევის მცდელობის დროს ბიძინასთვის შეეხსენებინა თავი. როგორც ჩანს, იქიდან დუმილი და იგნორი მიიღო და მიხვდა, რომ ეს ერთგვარი ბლეფი მას არ გამოუვიდა და ისევ რაღაცა ბუნდოვანი, უკბილო განცხადება ვიხილეთ.
ყველაფერი ეს მუშაობს ბიძინას სასარგებლოდ. რა გგონიათ ახლა, ღარიბაშვილი ან ვინმე რომ ლანძღავს კობახიძეს, ეს მას ანერვიულებს? სულაც არა. ბიძინას ეს აწყობს, რადგან ამით სუსტდებიან ისინიც, ვისაც კიდევ რაღაც ილუზიები და ამბიციები აქვთ”











კომენტარები