• რეკლამა
  • კონტაქტი
11:59, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მანიპულაციურია, რომ მაღაროელები ხელფასის მატებას ითხოვენ – ჭიათურა სიცოცხლისთვის იბრძვის” – ვაკო ნაცვლიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:07 06-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
313

იურისტი, ვაკო ნაცვლიშვილი:

“მთლიანად არასწორი და მანიპულაციურია, რომ მაღაროელები ხელფასის მატებას ითხოვენ.
ვიცი, რომ საგაფიცვო ბანერზე თავადაც ასე უწერიათ, მაგრამ თუ მოუსმენთ, მიხვდებით, რომ მოთხოვნა არა ხელფასის გაზრდა, არამედ არსებული ხელფასის შენარჩუნებაა.
1 თებერვლიდან კომპანიამ დასაქმებულებთან შეთანხმების გარეშე შეცვალა ანაზღაურების სისტემა.
ანაზღაურების ერთ-ერთი შეთავაზებული სქემა ასეთია:
თითოეულ ცვლაში მაღაროელს აქვს შესაძლებლობა, გამოიმუშავოს, პირობითად, 100 ლარი.
ეს შესაძლებლობაა და არა გარანტია, რადგან იმისთვის, რომ ცვლაში 100 ლარი აიღოს, მან (1) უნდა შეასრულოს კომპანიის მიერ დაწესებული მოპოვების გეგმა და (2) უნდა გამოირჩეოდეს სანიმუშო დისციპლინით.
პირველის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მაღაროელს დააკლდება 15 ლარი, მეორეს შეუსრულებლობის შემთხვევაში 5 ლარი.
ახლა ვნახოთ, როგორია კომპანიის მიერ დაწესებული გეგმა.
1 თებერვლამდე გეგმის შესრულება განისაზღვრებოდა ამოტანილი მადნის წონით.
1 თებერვლის შემდეგ გეგმის შესრულება უნდა განისაზღვროს გვირაბში გათხრილი მანძილით.
მაღაროელებმა ზუსტად იციან, რომ გეგმის საზომის ერთეულის შეცვლა მათ ისეთ მოთხოვნებს უწესებს, რომლის შესრულება შეუძლებელი იქნება.
თუ მაღაროელები მაინც მოინდომებენ ამ გეგმის შესრულებას, ეს პირდაპირ იქნება დაკავშირებული დაშავების და დაღუპვის რისკთან.
იმიტომ, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამუშაო პროცესს ანელებს.
რადგან ანელებს, მაღაროელს მოტივაცია უჩნდება, შრომის უსაფრთხოების ის მინიმალური ნორმებიც არ დაიცვას, რომელთა დაცვაც შეუძლია.
სხვანაირად ხელფასი არ ეყოფა საბაზისო საჭიროებებისთვის.
გამომუშავებით ანაზღაურების ბოროტება სწორედ ეს არის – თვითექსპლუატაციისკენ გიბიძგებს.
შრომის უსაფრთხოება და შრომის პირობები (სამუშაო დრო, ანაზღაურების წესი, დასვენების დრო და სხვა) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობს.
რა დროით მუშაობ და რა წესით იღებ ანაზღაურებას, გავლენას ახდენს შრომის უსაფრთხოებაზე.
შრომის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ სპეცტანსაცმელი და სამუშაო აღჭურვილობა.
შრომის უსაფრთხოების ასე წარმოდგენა სიბრიყვეა.
ჭიათურა ახლა ხელფასების შენარჩუნებასთან ერთად სიცოცხლისთვის იბრძვის.”
თეგები: ვაკო ნაცვლიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved