• რეკლამა
  • კონტაქტი
02:09, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მანდალა: ბოლო 5 დღეში გატესტილი MDMA-ის ყველა ნიმუში შეიცავდა ფენტალინს, რაც სასიკვდილოა

ალია ავტორი - ალია
12:28 10-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163

ორგანიზაცია მანდალა აცხადებს, რომ ბოლო 5 დღეში გატესტილი MDMA-ის ყველა ნიმუში შეიცავდა ფენტალინს, რაც სასიკვდილოა.

კერძოდ, მანდალამ ბოლო 5 დღეში MDMA-ის რამდენიმე ათეული ნიმუშის ტესტირება ჩაატარა, შედეგად გამოჩნდა, რომ აბსოლუტურად ყველა ნიმუში შეიცავდა ფენტანილს.

ორგანიზაციის თანახმად, ამის გამო, ბოლო რამდენიმე დღეში ზედოზირებით რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა კიდეც.

“არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა ფენტანილის შემცველობის გარეშე, არც ერთი

უცნაური ის არის, რომ ყველა მათგანი, რეაგენტებით ტესტირების შედეგად აღმოჩნდა ნამდვილად MDMA, მაგრამ ფენტანილის ჩხირებით გადამოწმებისას ყველა ნიმუშში აღმოჩნდა ფენტანილის კვალი

თუ წინა პერიოდში MDMA-ს სახელით შეძენილი ნივთიერება ხშირად აღმოჩნდებოდა ხოლმე მეფედრონი, რომელსაც თავისი უარყოფითი მხარეები გააჩნია, ფენტანილთან შედარებით ის სიცოცხლისთვის საშიში ასჯერ ნაკლებად არის.

ასეთი სავალალო მდგომარეობა ჩვენი 5 წლიანი პრაქტიკის მანძილზე არ გვახსოვს.

საყურადღებოა ისიც, რომ გატესტვის შემდეგ ისეთი ადამიანებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც მდმა მაინც მოიხმარეს, მიუხედავად ჩვენი ყველანაირი მცდელობისა, დაგვერწმუნებინა, რომ ეს სიკვდილთან თამაშია. 

საუბედუროდ, ბოლო კვირებში უკვე რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა ზედოზირებით.

ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ ადამიანების ნაწილი გადარჩნენ, რისი მიზეზიც რამდენიმე შეიძლება იყოს:

1. ფენტანილის შემცველობა არ იყო მაღალი კონცენტრაციის (სამწუხაროდ კონცენტრაციას სწრაფი ტესტერი ვერ ადგენს, ის მხოლოდ კვალს პოულობს)

2. ამ ადამიანებს ოპიატებთან ტოლერანტობა ქონდათ და/ან უბრალოდ მათმა ორგანიზმმა გაუძლო.

3. ჩვენი გაფრთხილების გამო მეტი სიფრთხილე გამოიჩინეს და ნაკლები დოზით და მეტი ინტერვალით მოიხმარეს.

4. გამოიყენეს ნალოქსონი და ის რეკომენდაციები, რომლებზეც ჩვენს სხვა პოსტებში თუ პირადი კონსულტაციისას ვსაუბრობთ.

მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, ის, რომ ზოგი მათგანი გადაურჩა სიკვდილს და ვერ მოერია ფენტანილი, არავითარ შემთხვევაში არ გახდეს თქვენთვის მოტივაცია, რომ თქვენც გაუძლებთ, რადგან არასდროს იცით იმ “ლაინში”, რომელიც თქვენ შეგხვდებათ რა კონცენტრაციის ფენტანილია გარეული. 

ფენტანილს აქვს 30 საათზე მეტხნიანი ზემოქმედება, მაშინ როდესაც MDMA-ს მოქმედება 3-4 საათს გრძელდება. ანუ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მოხმარების შემთხვევაში, როცა დილით სტიმულატორისგან ფხიზელი ბრუნდები სახლში, ღამით მიღებული თუნდაც მცირე კონცენტრაციის ფენტანილი ბოლოს ერთდროულად ზემოქმედებს ორგანიზმზე, ამას ემატება გადაღლილი და გამოფიტული ორგანიზმი, რაც საბოლოო ჯამში ძლიერ მოდუნებას და ძილიანობას იწვევს. სწორედ ამ დროს ხდება ზედოზირებით გამოწვეული ნელი სიკვდილი“. – აცხადებს მანდალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved