• რეკლამა
  • კონტაქტი
06:44, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა წოწერია – ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი, რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს, კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და ადამიანამდე მივიდეს

ალია ავტორი - ალია
13:43 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი, რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს, კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და ადამიანამდე მივიდეს, მადლობა „ქართულ ოცნებას“  უდიდესი ნდობისა და შესაძლებლობისთვის, ვემსახურო ჩემს ზუგდიდს და ზუგდიდელებს – განაცხადა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ წარდგენაზე.

როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, ზუგდიდს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა და ასეა დღესაც.

„მაქვს უდიდესი პატივი წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ზუგდიდის მერობის კანდიდატი, დიდი მადლობა ქართულ ოცნებას  უდიდესი ნდობისა და შესაძლებლობისთვის ვემსახურო ჩემს ზუგდიდს და ზუგდიდელებს. ზუგდიდი ჩემი ოჯახია, მასთან არის დაკავშირებული ჩემი წარსული, აწმყოცა და მომავალიც. აქ იზრდებიან ჩემი შვილები და ბუნებრივია, რომ  ზუგდიდი  ჩემთვის  ყველაზე  საყვარელი ადგილია,  სამეგრელოს გული, სადაც ცხოვრობენ კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, ინტელიგენტი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები. ზუგდიდს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა და ასეა დღესაც, ის მრავალი ისტორიული ქარტეხილის მონაწილეა და ღირსებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ხალხი არასოდეს დანებებულა. 2012 წლიდან ხელისუფლების ცვლილებამ ზუგდიდს მეტი ყურადღება, განვითარება და შენება მოუტანა, რაც მთავარია რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ჩვენთვის ხელისუფლება არა პრივილეგია, არა ძალაუფლება, არამედ ვალდებულებაა კეთილმსახურების“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ზუგდიდში წლობით მოუგვარებელი პრობლემები გადაიჭრა.

„ცალსახაა ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განახლება, გადაწყდა მრავალი ისეთი პრობლემა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო. ძალიან ბევრი ბიზნესი დაფინანსდა, სახელმწიფო გვერდით დაუდგა ჯანმრთელობის პრობლემის  მქონე უამრავ ადამიანს და დღეს ჩვენ ვიცით და ვამბობთ, რომ ზუგდიდი ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და ადგილობრივი ხელისუფლების, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით და თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობით აუცილებლად გავუმკლავდებით ამ გამოწვევებს. ჩვენი მთავარი პრინციპი და გამოცდილება ხალხთან უწყვეტი ურთიერთობაა. ამან საშუალება მომცა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას ზუსტად შემესწავლა ის პრობლემები და გამოწვევები და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად განგვესაზღვრა ძირითადი პრიორიტეტები, როგორიც არის სოფლების წყალმომარაგება სოფლებსა და ქალაქში საბავშვო  ბაღებისა და სკოლების ინფრასტრუქტურული განახლება და სტანდარტიზაცია ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარება მეტი სამუშაო ადგილები და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის ამაღლება და რა თქმა უნდა, ჩვენი ახალგაზრდობა მათთვის ღირსეული ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და დასაქმების პრობლემის უზრუნველყოფა. მათი შემოქმედებითი, პროფესიული და სხვა სახის ინტერესების განხორციელება  და რა თქმა უნდა,  არსებული ქალაქის გენერალური გეგმის ეტაპობრივი განხორციელება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და  მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. ეს არის  მოკლე ჩამონათვალი იმ  ძირითადი პრიორიტეტებისა, რომელიც უპირატესი ხელშეწყობის ობიექტი იქნება და გპირდებით ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს და კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და თითოეულ ადამიანამდე მივიდეს.  ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები ქალაქისა და სოფლების ადმინისტრაციულ ერთეულებში: თამარ სოსელია, თაზო ფაცაცია, მამუკა ყურაშვილი, ირაკლი ჯანაშია, ედიტა კოდუა, ქეთევან ესართია, ზაზა ანდრიაძე, გიორგი ფიფია, გოგი თოდუა, მამუკა თოლორაია, ჯონი ჯიქია, გიორგი ქვარაია, სოსო გოგოხია, ოთარ გუგუჩია, ამირან ჩხოლარია. ეს არის ხალხი, რომელიც იშრომებს ზუგდიდისა და ზუგდიდელებისთვის“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

თეგები: მამუკა წოწერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved