• რეკლამა
  • კონტაქტი
20:41, ოთხშაბათი, 20 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამა კირიონი ღალატობს თავის მოწოდებას, სამშობლოსა და პატიოსნებას” – თეოლოგი ტიგინაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:41 10-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

აქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის  საკითხზე, საპატრიარქოს მხრიდან სახეზეა ღალატი, ამის შესახებ “2020NEWS“-თან ინტერვიუში თეოლოგმა, გიორგი ტიგინაშვილმა განაცხადა.

“შემთხვევითი არ არის საქართველოს საპატრიარქოს უნისონიდან სინქრონული თანმიმდევრობა აღნიშნული საკითხზე ხელისუფლების მიმართებით. ეს არის ერთიანი ოპოზიციური სპექტრის წინააღმდეგ შეთქმულება, და ამავდროულად,  ეთნოკონფლიქტის ინსპირირება, რაც რუსეთის შორს მიმავალი ზრახვების ხელშემწყობი ფაქტორია.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს  საქართველოს საპატრიარქო არის  ერთგვარი კოლაბორაციონისტური მე-5 კოლონა, რომელიც რეგიონში  კრემლის პოლიტიკის ხელშემწყობი ინსტიტიტია.

საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან სახეზეა პრაქტიკულად ღალატი, რადგანაც ჩვენ ვხედავთ, რომ წინასაარჩევნოდ  ეს თემა ტემპერატურულად მაღალია და პოპულისტურად მიმზიდველი. ამ ნარატივში საქართველოს საპატრიარქო გვევლინება მთავარ აქტორად.

ზოგადად, მამა კირიონის პოზიციაც არის წინააღმდეგობრივი და  ძალიან პრობლემური. ხანდაზმული ადამიანები დაპატიმრებული არიან და აუცილებელია,  უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა, ვიდრე განაჩენი არ დადგება.

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მამა კირიონი მბრალმდებულად გვევლინება. მით უმეტეს, ის არ არის კომპენტენტური პირი კარტოგრაფიაში, რომ უტყუარი დასკვნები შემოგვთავაზოს.

აქაც  ჩანს, რომ მამა კირიონი დაინტერესებული და პოლიტიკურიად ანგაჟირებული მხარეა. ის გვევლინება პროკურორად, შესაბამისად, ღალატობს თავის მოწოდებას,  სამშობლოსა და პატიოსნებას.

დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი არის ორმხრივი მოლაპარაკებისა და შეთანხმების თემა.   საქართველოს სახელმწიფო ათვლას საიდან დაიწყებს და რომელი წლის რუკას დაეყრდნობა, ეს არ არის აქ მნიშვნელოვანი. აქ მთავარია,  აზერბაიჯანულ მხარესთან დიალოგი. 

აქვე მინდა გითხრათ, რომ შესაძლოა ეს ადგილი ნეიტრალურ ზონად დარჩეს. არ გაივლოს გალავანი, ან გამოიყოს  საზღვარი. ამის გამოცდილება უცხოეთში არსებობს.

საზღვრის დადგენა საპატრიარქოს პრეროგატივა ეს არ არის, ამის პრეროგატივა სახელმწიფოს აქვს. ამაზე უნდა მსჯელობდნენ სპეციალისტები, ისტორიკოსები, ექსპერტები და უშუალოდ სახელმწიფოებს შორის უნდა შედგეს მოლაპარაკება.

რელიგიური და ეთნო დაპირისპირება მოსალოდნელია. მით უმეტეს, ბოლო წლებში ამ თვალსაზრისით ვითარება საკმაოდ დაიძაბა. როგორც წესი, საპატრიარქო ასეთ დროს იქცევა ძალიან არაკორექტულად და იყენებს ისეთ საკითხებს, რითაც ფინანსურ სარგებელს იღებს.

ჯერჯერობით, აზერბაიჯანური მხარე დუმილის პოზიციაშია, რადგან სომხეთთან საომარ მოქმედებს აწარმოებს. რეალურად ამ საკითხის მოკვლევისთვის არ სცალიათ. ასეთ დროს, როდესაც საქართველო მოწმენდილ ცაზე იწყებს გამოჩხრეკვას ისეთი საკითხისას, რომელიც 30 წელია სადაოა, ეს  სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მხრიდან მართული პროცესი.

აქ  არის 3 ფაქტორი:

1. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სურს, ყველაფერი დაბრალდეს მიხეილ სააკაშვილს და ვერ ჩამოვიდეს საქართველოში

2. ასევე სურთ, რეგიონში რუსეთის ინტერესები გაატარონ.

3. ასევე უნდათ – პოპულისტურ ნიადაგზე, ეკლესიასთან ერთად, ტყუილის ტირაჟირებით, საზოგადოებაში გამარჯვება მოიპოვონ.

რატომ იმას არ გვეუბნებიან, ტერიტორია  გაიყიდა თუ ამის მცდელობა იყო?. თუ გაიყიდა ეს ტერიტორიები, ვინ გაყიდა? მყიდველი არ არის დამნაშავე? აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან არ აქვთ სადაო, რომ საიდუმლოდ შეიძენა?!. ამდენად,  კითხვები არსებობს და აქ ჩანს, რომ ეს საქმე არის გამოგინილი და ტყუილი.

ახლიდან უნდა დაიწყონ გამოძიება, ეს იქნება დიალოგის სახით, თუ სხვა მიმართულებით, მაგრამ თუკი ეს აქამდე იცოდნენ და 8 წლის თავზე გაახსენდათ, ცოტა უცნაურია, ხომ? თუ ასეა, ყოჩაღ, ჩვენს კონტრდაზვერვასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.”

თეგები: კარტოგრაფების საქმემამა კირიონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

13:52 05-20-2026
არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს
ახალი ამბები

არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

08:00 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved