სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი სოციალური ქსელის საშუალებით მმართველ პარტიას მიმართავს:
„ქართული ოცნება / Georgian Dream მაინცდამაინც სოზარს რას ერჩით? ისედაც ხომ გაინულა რეპუტაცია და ახლა მინუსებში გადაგყავთ?! რაღა მაგას წააკითხეთ ის უგვანი განცხადება? რეგიონალური მდივანი ეგ არ არის, არც პრეს-სპიკერი და რადგან სვანია, დაიბრიყვეთ?! თქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველი პარტია ხართ ურთულეს რეგიონში განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში მაინც“ – წერს სოფიო ხორგუანი.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი არჩევაზე განაცხადა, რომ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოების, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ
კომენტარები