• რეკლამა
  • კონტაქტი
09:55, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მაინც რომ ვიცოდეთ, რას ცდილობს ივანიშვილი შტატებში“ – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:21 03-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,532

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

,,მაინც რომ ვიცოდეთ, რას ცდილობს ივანიშვილი შტატებში. რამდენიმე ლობისტური ჯგუფი ყავს დაქირავებული, რომლებიც ჯერჯერობით უშედეგოდ დაძრწიან და ტრამპთან მისასვლელ გზებს ეძებენ. რა თქმა უნდა, მათ მიერ მომზადებული მესიჯბოქსი არ ეხება საქართველოსა და შტატებს შორის ურთიერთობების დალაგებას და საქართველოსთვის რამე ხეირს. ეგ ფეხებზე კიდიათ. მთავარი ამოცანა არის ივანიშვილის ძალაუფლებაში დატოვება და მისი ძალაუფლების აღიარებისმაგვარი რამე. რა თქმა უნდა, სანქციების მოხსნაც. მომზადებული აქვთ რამდენიმე მესიჯი, მათ შორის ერთი – ჩვენ კაი ხალხი ვართ, უბრალოდ ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროპა იყო დამპალი და აბა რა გვექნა, იმიტომ ვიქცეოდით უმსგავსოდ. მას შემდეგ რაც ამ დღეებში პაპუაშვილის უგრძელესი ლეღვობა წერილი წავიკითხე, დავრწმუნდი, რომ ჩემი წყაროები არ ტყუიან. ამიტომ განვაგრძობ: ამათ ილუზია აქვთ, რომ ტრამპს რაღაც “შარლ მიშელი2“–ის მაგვარ პროექტში შეითრევენ. აი, შენ ხომ მაგარი მომლაპარაკებელი ხარ და ახლა ჩვენი კრიზისიც განმუხტე. ანუ, ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში, ჩვენ კანონს შევცვლით რომ ეს შესაძლებელი გახდეს, კიდევ ერთი ვადით დავრჩებით და მერე ოპოზიციაში გადავალთ. ამასობაში გავაკეთებთ სასამართლო რეფორმას და ბლა ბლა ბლა რაღაც სისულელეები. პარალელურად აგროვებენ ყველა სტატუსს სოციალურ ქსელებში თუ გაფაჩუნებას პროტესტის მონაწილეების და ოპოზიციის მხრიდან, სადაც არის ტრამპის კრიტიკა რომ მიართვან ტრამპს ტექსტებით: საქართველოში ვინც ჩვენს წინააღმდეგ გამოდის შენი მტერია, ჩვენ შენი მეგობრები ვართ ძმაო და დაგვტოვე რა. მაგარი ჯიგრები ვართ. თუ ქოცპროპაგანდის მედიას გადახედავთ, პირდაპირ გამოსჭვივის ეს ყველაფერიც. უშუალოდ ქოცები ხომ ვაზელინში არიან ჩამხრჩვალი. მოკლედ, ამ ამოცანით მოძრაობენ ქოცები, თუმცა დიდი პრობლემები აქვთ: ჯერ ერთი, ტრამპს ამათთვის სულ არ სცალია და არც აინტერესებს. გარდა ამისა, ამათი კონტაქტები და გავლენა არ ყოფნის ახლო გარემოცვამდე მიღწევას. გარდა ამისა, ამათი გადამგდებობის ამბავი ყველამ იცის მთელ მსოფლიოში, თეთრი სახლის დარაჯმა და ნიუ იორკის მეტროს დისპეჩერმაც კი. და რაში უნდა აინტერესებდეს ვინმეს ამათ თავდებში ჩადგომა.თან რას იღებს ამით ტრამპი? არც არაფერს. აქაური კრიზისი რომც მოაგვაროს მაგით ვისთან და რა ქულებს დაიწერს? და გარდა ამისა, აქაური კრიზისი ვერ მოგვარდება, თუ ქუჩაში პროტესტი არ შეწყდება და ოპოზიცია არავითარ შემთხვევაში, არავის ფეხის დაბაკუნებაზე არ შევა პარლამენტში და პირველივე მცდელობაზე ამას ცხადად დაანახებს მცდელობის ავტორს. ამ ფონზე ძალიან ცუდად ჩანს გახარიას პარლამენტში ყოფნა და პატივს თუ დაგვდებს და ეგეც გამოვა შესანიშნავი იქნება. რავი, იქნებ ფული ავუგროვოთ ბოლო–ბოლო. მოკლედ, ბევრს კი ვნერვიულობთ ჩვენს ამბებზე, მაგრამ ჩვენს ხელშია ჩვენი ბედი, სულ რომ დედამიწა ამოყირავდეს და მივაწვეთ ბოლომდე.“

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved