• რეკლამა
  • კონტაქტი
14:20, სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მაინტერესებს ვინმე თუ ბედავს ქართული ბიზნესიდან მთავრობას ეს კითხვები დაუსვას” – სალომე სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:08 11-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

,,ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი:

,,საქართველო როგორც ევროკავშირში გაწევრიანებს, ასევე ევროპის გლობალური დაკავშირებადობის პროექტებში მონაწილეობის ისტორიული შანსებს კარგავს. ამ ფონზე ბიზნესის წარმომადგენლები ხვდებიან ხელისუფლებას. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ეკითხება თუ არა ქართული ბიზნესი საკუთარ მთავრობას, საიდან, როგორ აპირებს იმ უზარმაზარი დანაკარგის კომპენსირებას, რასაც ეს პროცესები უქადის ქვეყანას?

საქართველო კარგავს ევროპული ინვესტიციების, დაფინანსების, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და რეგიონული ჰაბის სტატუსის პერსპექტივას. თუ ქვეყანა აღარ აღიქმება როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი, საერთაშორისო ინვესტორებიც ნაკლებად დაინახავენ აქ გრძელვადიან შესაძლებლობებს. მართალია, რომ გეოგრაფიულად საქართველოს ევროკავშირი ვერ გადაახტება, მაგრამ მხოლოდ გეოგრაფიით თუ შემოიფარგლება ჩვენი თანამშრომლობა, საქართველო დაკარგავს რეგიონალური ჰაბის ბუნებრივ სტატუსს და დაკავშირებადობის პროექტებიდან პოტენციური ეკონომიკური მოგების 80 პროცენტს ან მეტს.

მიუხედავად ახალი-‘ჩინეთი’გადაგვარჩენს’-პროპაგანდისტული ხაზისა, ოდნავ რაციონალურ ადამიანს ალბათ ესმის, რომ ამ დანაკლისს ჩინეთი ვერ აანაზღაურებს. ეს ისეთივე აბსურდული მოლოდინია, როგორც განაცხადი, რომ საქართველოს ჩინეთთან მეტი კულტურული სიახლოვე აქვს, ვიდრე ევროპასთან. უკვე ამასაც გვიმტკიცებენ გაუგებარი ‘ექსპერტები’ ამ დღეებში, პროპაგანდისტული არხებიდან.

ჩინეთს შეუძლია დააფინანსოს კონკრეტული პროექტები, თუ საკუთარ ინტერესებს ემსახურება, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს ევროკავშირის ბაზარს, ევროპულ კაპიტალს, ტექნოლოგიებსა და იმ ნდობას, რომელიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში იზიდავდა.

ამასობაში ევროპაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მილიარდობით ინვესტიციების შესახებ, ჩვენი რეგიონის მომავლის სტრატეგიაც, საქართველოს გარეშე მიიღება,
ევროპული კურსის დაკარგვის ფასი მხოლოდ პოლიტიკური თავისუფების დაკარგვა არაა. პირველ რიგში ეს დაკარგულ სამუშაო ადგილებში, ინვესტიციებში და საქართველოს ეკონომიკურ მომავალში იზომება. ქართულ ბიზნესის ნაწილს შეიძლება არ ადარდებს ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური თავისუფლება ქვეყანაში, მაგრამ ეს მაინც უნდა იყოს მისთვის დასაფიქრებელი გარემოება, წესით.

მაინტერესებს ვინმე თუ ბედავს ქართული ბიზნესიდან მთავრობას ეს კითხვები დაუსვას პროპაგანდისტულ შეხვედრებზე, რომელთა დანიშნულება მთავრობას და ბიზნესს შორის ‘სრული გაგების’ არსებობის დემონსტრაციაა.“

თეგები: სალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!

13:22 11-17-2026
სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved