• რეკლამა
  • კონტაქტი
07:27, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“მადლობა, რომ ისევ დამიბრუნე სიცოცხლით ტკბობით ხალისი, ყველა ექიმი – ექიმი როდია” – პაციენტის წერილი ექიმს

ალია ავტორი - ალია
16:21 10-04-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

“ალიას“ 74 წლის ქალბატონი, ელეონარ სირაძე ესაუბრება. მას სურს მეტმა ადამიანმა იცოდეს მისი ისტორია, მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა, როგორი უნდა იყოს კარგი ექიმი. როგორც თავად ბევრჯერ იმეორებს, ყველა ექიმი ექიმი როდია.

ელეონარა სირაძე:

ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ ლოყაზე ერთმა პატარა ადგილმა ფერი იცვალა, შემდეგ ეს რაღაც უცნაური წამონაზარდი იზრდებოდა, გახევდა და გაუხეშდა. დიდი საქმე, ლოყაზე რაღაც პატარა ადგილიაო, იტყოდა ზოგი, მე ვერ მოვისვენე და გადავწყვიტე ექიმებისთვის მიმემართა. რამდენიმე ექიმთან ვიყავი, რომ არ მოგატყუოთ. პირველმა ექიმმა, პირდაპირ განაჩენი გამომიტანა, მითხრა, ეს კანის კიბო იქნებაო, რა იცოდა ანალიზების გარეშე, რა იქნებოდა? ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, თეთრად გავათენე ღამეები, შეიძლება კვლევების გარეშე მიახალო ადამიანს, ამდენად მძიმე დიაგნოზი? არაფერი იცი ჯერ და გულს რატომ მიხეთქავ?

წავედი ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე, კვლევების შემდეგ, მითხრეს, ონკოქირურგს  მიმართეო, არ უთქვამთ დიაგნოზი, მაგრამ კიდევ უფრო გამიმძაფრდა შიში. დავიწყე ექიმების ძებნა, „ნიუ ჰოსპიტალსი“ მირჩიეს, ოღონდ „ნიუ ჰოსპიტალსში“ კონკრეტულად რომელიმე ექიმთან არ მივსულვარ, რომ არ მოგატყუთ, გავიკითხე და მითხრეს, რომ მათ არაერთი კარგი ექიმი ჰყავთ ამ კუთხით. პირველად ონკოქირურგ თენგიზ ზუხბაიასთან მივედი, ვნახე თუ არა, ბატონი თენგიზი, მივხვდი, რომ მისი ნდობა შემეძლო. ძალიან მშვიდად, აუღელვებლად გამომკითხა ყველაფერი, გაეცნო ანალიზებს, მეც გადმომედო მისი სიმშვიდე. ეტყობოდა, რომ გარდა იმისა, რომ მცოდნე და ნიჭიერი ექიმია, ადამიანიცაა. ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველა ექიმი ექიმი არ არის – ეს მასაც ვუთხარი.

ანალიზები გადავამოწმეთ და ოპერაცია გამიკეთა. კვლევებისთვის გააგზავნა ოპერაციის შემდეგ ნიმუში და მალევე მახარა, ყველაფერი კარგადაა, რისიც გეშინოდათ, არ დადასტურდაო. ამ ოპერაციიდან უკვე ორი თვე გავიდა, ნაოპერაციები შემიხორცდა, ლოყაზე კანმა ძველი მდგომარეობა დაიბრუნა. არ დამავიწყდება როგორ დამირეკა ბატონმა თენგიზმა და მახარა კარგი ამბავი, ჩემზე მეტად იყო, მგონი, ბედნიერი. მადლობა მას, რომ ჩემთვის ასეთ მძიმე წუთებში გვერდით მედგა მშვიდად და გულისხმიერად, მადლობა, რომ ისევ დამიბრუნა სიცოცხლით ტკბობით ხალისი.

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved