ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში, წერს:
” დიდი მადლობა, რომ კვლავ ვამაყოფთ საკუთარი გენით, დავიჯერეთ, რომ გამარჯვება, ერთად ყოფნა და ერთმანეთის გატანა შეგვძლებია! მადლობა იმედის მომცემი თითოეული დილის გათენებისთვის,
მადლობა, რომ ეს ციცქნა, ტკბილი ქვეყანა, მთელი მსოფლიოს სალაპარაკო გახდა მადლობა სწორი მენეჯმენტისთვის! ჩვენმა ექიმებმა და მთავრობამ დრო გვაჩუქეს!
საკუთარ თავთან და ვერაგ ბიოლოგიურ იარაღთან გააზრებულად ბრძოლის ტაქტიკის დრო!
სამხედროებმა კარგად იციან, რას ნიშნავს ის “ოქროს” წამები, რომელიც ფორას გაძლევს მტერთან ბრძოლაში.
ახლა უკვე ზუსტად ვიცით: მხოლოდ ურყევი რწმენა, ჯანმრთელი ფსიქიკა და მდგრადი ხასიათი სრულად ანადგურებს კაცობრიობის წინააღმდეგ გაშვებულ ბიო-ფსიქიკურ იარღას.
ვიცით, რომ პანიკა ანგრევს იმუნიტეტს,
ვიცით, რომ ეს პატარა მოლეკულა არ კლავს, თუ მას არ გააღმერთებ და ღმერთზე დიდ ხანს მასზე არ იფიქრებ!
ახლა უკვე ვიცით, როგორ მუშაობს კორონა:
თუ მისი გეშინია-მოდის
თუ არ გადარდებს-მასაც არ უნდიხარ
თუ მაინც მოვიდა-არ კლავს… (სხვა ფაქტორი თუ არ ჩაერთო)
კიდევ ერთხელ მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს, ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით ქუჩაში, საზღვარზე, ავადმყოფის სასთუმალთან, რისკის მატარებელ ზონებში მორიგეობენ.
მ ა დ ლ ო ბ ა!
ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს!
ჩვენ გავიმარჯვებთ!”
კომენტარები