უნგრეთის პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მინიმალური ასაკის 18-დან 16 წლამდე შემცირებას მხარს უჭერს. მისი თქმით, დღეს 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების უმრავლესობა საკმარისად ინფორმირებული და მომზადებულია, რათა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა მიიღოს.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა საკმარისად მომზადებული და ინფორმირებულია, რათა ჩვენს საერთო გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიიღოს. ჩემი მხრივ, ახალი კონსტიტუციის შემუშავების პროცესში მხარს დავუჭერდი საარჩევნო ასაკის 16 წლამდე შემცირებას,“ – წერს მადიარი.
ამჟამად უნგრეთში არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოქალაქეებს 18 წლიდან აქვთ.











კომენტარები