• რეკლამა
  • კონტაქტი
19:03, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლომისაში ავალ, დამელოდეო…” – როგორ აღმოჩნდა საქართველოში გაუჩინარებული აქტივისტი ვლადიკავკაზში?

ალია ავტორი - ალია
17:06 11-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,923

საქართველოში რუსული უფლებადამცველთა ორგანიზაცია “არტპოდგოტოვკას” წევრი, აქტივისტი რაფაელ შეპელევი გაუჩინარდა. ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია Первый отдел ავრცელებს.

“რაფაელი დიდი ხნის განმავლობაში იყო Артподготовки-ის მოძრაობის წევრი და ის ამას არც მალავდა. პირიქით, ამის შესახებ ღიად საუბრობდა სოციალურ ქსელებში. ბოლო რამდენიმე წელი ის საქართველოში ცხოვრობდა, უფრო ზუსტად კი 2021 წლის სექტემბრიდან და რუსეთში დაბრუნებას არ გეგმავდა. მის წინააღმდეგ, ისევე როგორც სხვა აქტივისტების წინააღმდეგ, დაუსწრებლად აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები. შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად, მიუხედავად იმისა რომ რაფაელი რუსეთში დაბრუნებას არ გეგმავდა, მაინც აღმოჩნდა რუსეთში. სადაც მას ჯერ ადმინისტრაციული მუხლით დასდეს ბრალი, შემდეგ კი დააპატიმრეს.

როგორ აღმოჩნდა ის რუსეთში, ეს არ ვიცით – ამას ჯერ კიდევ ვარკვევთ. იმისთვის, რომ გავიგოთ რა მოხდა, მასთან უნდა შევიდეთ რამენაირად და მას თავად ვკითხოთ. შესაძლოა ის მოიტაცეს, შესაძლოა ის თავად ჩავიდა რუსეთში, საქართველოს ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იქ საზღვრები პირობითია. არსებობს ბევრი ადგილი სადაც ხალხს იტაცებენ, ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ერთი ქართველი მოკლეს და ერთი გაიტაცეს რუსმა მესაზღვრეებმა. ამიტომ, თუ პირადად არ გავესაუბრებით რაფაელს, ვერ გავიგებთ რა მოხდება. ჯერჯერობით რაც ვიცით, ის დაკავებულია რუსეთში”, – ამბობს რუსი უფლებადამცველი.

13 ოქტომბერს, აქტივისტის გაუჩინარების მეორე დღეს, ცნობილი გახდა, რომ ვლადიკავკაზის ადგილობრივმა სასამართლომ რაფაელ შეპელევი წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ.

“Первый отдел” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეპელევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით კი ტერორიზმის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათივე ცნობით დაკავებული ამ დრომდე იზოლატორში რჩება.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, თბილისიდან შეპელევი კირბალში ჩავიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ჯერ სოფლის სასაფლაოზე იმყოფებოდა, შემდეგ ლომისას ტაძარში ასვლა მოისურვა. მათივე თქმით, სოფელში კაცს ტაქსის მძღოლი ელოდება, გვიანობამდე მგზავრი უკან არ დაბრუნდა, რის გამოც კაცი წავიდა.

“ტაქსის მძღოლმა მოიყვანა ვიღაცა რუსი ფოტოგრაფი, აიყვანა იქ სასაფლაოებზე, სურათები გადაიღო. მერე უთხრა, რომ მე იქ ლომისაში ავალ – დამელოდეო. 4 საათი ელოდებოდა მძღოლი, მერე მენახირეებმა ნახესო, მოვიდნენ იქიდან ვიღაცებიო და წაიყვანეს ის ფოტოგრაფიო, აღარ ჩამოვიდა აქ”, – ამბობს ადგილობრივი მედიასთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved