• რეკლამა
  • კონტაქტი
21:02, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიეტუვა საქართველოს მთავრობას: “გადაიყვანეთ სააკაშვილი ევროპულ სახელმწიფოში”

ალია ავტორი - ალია
15:52 04-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
996

ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განცხადებას აქვეყნებს:

“ლიეტუვა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს,  ხელი შეუწყოს ციხეში მყოფი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას და თავიდან აიცილებს რუსეთისა და მისი სატელიტების ჩარევას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საქმეებში; მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას გააერთიანონ ძალები რუსეთის მიერ მომდინარე საფრთხის წინაშე, რადგან ერთიანობა საჭიროა საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი,  სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის არჩევანს, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში, გმობს საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკური ნების არარსებობას, რამაც ხელი შეუშალა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისათვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას; აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და რუსეთის ფედერაციის დღევანდელი გამოუცხადებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ზეწოლა სხვა სახელმწიფოებზე, რომლებიც იზიარებენ დემოკრატიულ ფასეულობებს, წარმოადგენს ამ გაურკვევლობის შედეგს; მეტიც, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პუტინის მიზანია გაანადგუროს ევროპაში არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა და ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები, რაც არღვევს იმ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რომლებიც ცდილობენ იმ ალიანსებში გაწევრიანებას, რომლებიც, როგორც თავად მიაჩნიათ, მისაღებია მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის;

აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ საერთო ევროპული პერსპექტივა და ორივე წარმოადგენს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნეებს, რაც მიმართულია საქართველოსა და უკრაინის რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებისკენ; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის უკანონო ქმედებები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, საქართველოში, იმეორებს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ყირიმსა და სევასტოპოლში განვითარებულ მოვლენებს;

აღნიშნავს, რომ საქართველოში ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია, მედიაზე თავდასხმები და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება აძლიერებს რუსეთის მავნე გავლენას ქართულ საზოგადოებაზე;
გმობს საქართველოში საბჭოთა კავშირის დიქტატორის, იოსებ სტალინის ხსოვნის უკვდავყოფის ნიშნების გაჩენას;
შემაშფოთებლად მიიჩნევს კრემლის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ზეწოლას საქართველოზე;
შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის საჯარო განცხადებებით, ევროკავშირის, ნატოსა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმის შესახებ;

მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში და მოუწოდებს ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შემუშავებას და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუკი საქართველო შეუერთდება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებს, ასევე ნატოს ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკასა და სანქციებს, რომლებიც მიმართულია ბელორუსისა და რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი აარიდოს ყოველგვარ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთისა და ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლას, რომლებიც დაწესებულია ევროკავშირის, ნატოს და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო;

გმობს უკანონოდ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ლიდერების ნებისმიერ ინიციატივას ოკუპაციის ამჟამინდელ პირობებში სტატუსის შეცვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას;

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან;

გმობს ქართველი პოლიტიკოსებისა და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ხელმძღვანელობას და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებებისა და ღირებულებებისთვის;

აფასებს ქართველი ხალხის სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ქართულ ოცნებას, როგორც მმართველ პოლიტიკურ პარტიას, გამოხატონ სრული მხარდაჭერა უკრაინის მთავრობისადმი;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ხელი შეუწყოს ციხეში მყოფი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას და თავიდან აიცილებს რუსეთისა და მისი სატელიტების ჩარევას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საქმეებში;

მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას გააერთიანონ ძალები რუსეთის მიერ მომდინარე საფრთხის წინაშე, რადგან ერთიანობა საჭიროა საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად”

 

განცხადების თარგმანს

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved