• რეკლამა
  • კონტაქტი
03:23, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება Global Finance-ისგან

ალია ავტორი - ალია
11:31 09-07-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, საერთაშორისო ფინანსური გამოცემის Global Finance-ის 2026 წლის Digital Bank Awards-ის ფარგლებში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში ექვსი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. 

Global Finance-ის Digital Bank Awards მსოფლიოს მასშტაბით ბანკების ციფრულ ინოვაციებს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს ყოველწლიურად აფასებს. 2026 წელს გამოცემამ გამარჯვებულები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინა.

ლიბერთის მობაილ ბანკი საქართველოში საუკეთესო ბიზნეს მობაილბანკად (Best Mobile Banking App – Georgia) დასახელდა. 

კორპორატიული ციფრული ბანკინგის (Corporate Digital Banking) მიმართულებით, ლიბერთიმ მიიღო შემდეგი ჯილდოები:

• საუკეთესო ციფრული საბანკო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (Best Online Treasury & Cash Management Services Central & Eastern Europe)

•  საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში (Best Online Treasury & Cash Management Services – Georgia)

•  საუკეთესო საბანკო მომსახურება მიკრო და მცირე ბიზნესისთვის / საუკეთესო ბიზნეს ციფრული სერვისები საქართველოში (Best SME Banking/SME Platform – Georgia)

ლიბერთი ასევე სოციალური და საზოგადოებრივი საბანკო მომსახურების ნომინაციაში, როგორც  ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ასევე  საქართველოში  (Social & Community Banking) საუკეთესო ბანკად დასახელდა.

“Global Finance-ის მიერ მიღებული ჯილდოები, ლიბერთის ციფრული განვითარების სტრატეგიის საერთაშორისო აღიარებაა. მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული ციფრული საბანკო სერვისების, ასევე ბიზნესისთვის თანამედროვე ციფრული პლატფორმებისა და ფინანსური მართვის ინსტრუმენტების განვითარება, ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ლიბერთი, როგორც ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, მომავალშიც გააგრძელებს ციფრული ბანკინგის ტრანსფორმაციას. თანამედროვე, მოქნილი და ეფექტიანი ციფრული პლატფორმების განვითარება როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის საბანკო სერვისების გამარტივებისა და ხელმისაწვდომობისკენ იქნება მიმართული“ – ამბობს ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. იგი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგებამ 127 მილიონი ლარი შეადგინა.

(R)

თეგები: ბაზისბანკილიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved