• რეკლამა
  • კონტაქტი
21:16, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ლიბერთის მხარდაჭერით საქართველოში NASA Space Apps-ის კონკურსი ჩატარდა

ალია ავტორი - ალია
16:33 10-08-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

ლიბერთის მხარდაჭერით საქართველომ NASA Space Apps-ს უმასპინძლა. COVID-19-ის პანდემიის გამო, NASA-ს Space Apps-ის გლობალურ ორგანიზაციულ გუნდთან ერთობლივი გადაწყვეტილებით NASA Space Apps Challenge 2021 ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ლიბერთი წელს პირველად ჩაერთო პროექტის განხორციელებაში, ჰყავდა წარმომადგენელი ჟიურიში და ახალგაზრდების ნამუშევრებს გაეცნო. NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის გამარჯვებული გახდა გუნდი Starship Enterprise. გუნდის წევრები არიან კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დემეტრე საზონოვი, სანდრო ღლონტი, გიორგი ჩხიკვაძე და სანდრო ლორთქიფანიძე. მათ 1881 წელს შექმნილი მატარებლის დამაკავშირებელი მექანიზმის (Janney coupler) მოდელზე ააგეს ისეთი მექანიზმი, რომელიც შეძლებს კოსმოსური ობიექტების დაკავშირებასა და განცალკევებას მცირე იმპულსის შექმნით. ეს კი შესაძლებელს გახდის კოსმოსში მოგზაურობასა და მოქმედებებს აფეთქების გამოწვევის რისკის გარეშე.

„ლიბერთი ყოველთვის სიამოვნებით უჭერს მხარს ნიჭიერ ახალგაზრდა თაობას, მათ ინოვაციურ იდეებს და პროექტებს, ისეთი გამორჩეული და განსაკუთრებული ადამიანების წარმოჩენას, როგორიც მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონის NASA Space Apps Challenge Tbilisi-ს გამარჯვებული მოსწავლეები არიან. განათლებული ახალი თაობა, მათი განვითარების ხელშეწყობა, მუდმივად ახლის ძიება, ინოვაციები და ნებისმიერი ასაკის ადამიანის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების გამოცდილების დაფასება, ჩვენი, ლიბერთის ახალი გუნდის ახალი სტრატეგიისა და ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსი საქართველოში ტარდება და ჩვენი ახალი თაობა მასში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს“,- განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორმა თორნიკე ბენიძემ.

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 323 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. წლევანდელ Space Apps-ის ვირტუალურ ღონიძიებას – 28,286 მონაწილე ჰყავდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის კონკურსის მიერ გამოვლენილი საუკეთესო გუნდის პროექტის გამარჯვების შემთხვევაში მას Global Awards–ზე წარადგენენ.

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved