• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლიაკა სულ.ფეხებზე ეკიდათ, მოიტანეს კოხტად” – ნინო ჯღარკავა

ალია ავტორი - ალია
05:04 08-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
547

ნინო ჯღარკავა, სოციალურ ქსელში, წერს:

“დღეს ხინკალი უნდა მივირთვა და ელენე ხოშტარიას შიშით, მომემსახურებიან ვითომ, როგორც მთავარ ქოცს?

…

არა ბიჭოო, გოგის ძე ლიაკა სულ.ფეხებზე ეკიდათ, მოიტანეს კოხტად.”

ცნობისთვის, “დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „პირველისთვის“ ციხიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა:

.

„ჩვენ გვჭირდება თავისუფალი არჩევნები, მაგრამ არ ვეუბნებით ამ ხალხს, როგორია თავისუფალი არჩევნები. არ ვეუბნებით, რომ ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. არ ვეუბნებით, რომ მე ყველაფერს ვიზამ, რათა მივაღწიო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. არც იმას ვეუბნებით, რომ დასავლეთთან შეთანხმებული ვარ, რომ მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მივაღწიოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ასეთი ერთხმოვანება და მიზანმიმართული გზა ჩვენი ბრძოლისა ხალხისთვის არ გვიჩვენებია. უნდა დაიწყოს კამპანია, არა ისეთი, რომ უბრალოდ აქცია ზეგ. რა თქმა უნდა, აქციების გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ აქციამდე მუშაობით, სიარულით, მობილური ჯგუფებით, სოციალური მედიით, ფიზიკური, სატელევიზიო კომუნიკაციით, ახსნით ხალხში უნდა გავაჩინოთ განცდა. უნდა დაიჯეროს ხალხმა, რომ ეს არის გამოსავალი, ჩვენ ამაში არ უნდა მოვატყუოთ. საზოგადოებისთვის ეს საერთო ამოცანა როდესაც გახდება, უკვე მიხვდება, რომ ამას ყველგან მოვითხოვ.

შემოვიდა „ქოცი“ ჩემთან რესტორანში? ვეუბნები, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიდრე არ იქნება, შენ ამ ხინკალს ვერ შეჭამ. ყველა შემთხვევაში, ჩვენი სოციალური, მათ შორის, ზეწოლის, იზოლაციის, აზრის, ნების გამოხატვის ყველა ფორმა უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, რომ მორჩა, არაფერი იქნება, ვიდრე არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. როდესაც ეს საზოგადოებრივი გაცნობიერების ამოცანა მივა აქამდე და ვფიქრობ, დიდი დრო არ დასჭირდება, შემოდგომისთვის ასე იქნება…

არ არის ასე მარტივი, რომ შევიკრიბებით, დავიშლებით. როდესაც ვიტყვით, რომ ყველაფერი გავაკეთეთ პოლიტიკოსებმა, ხალხს ყველაფერი ავუხსენით და ხალხმა ეს დაიჯერა, მოითხოვა ყველგან – სახლში, ქუჩაში, მაღაზიაში, რესტორანში, დაბადების დღეზე, ქორწილში, გასვენებაში, ყველგან ამას ითხოვენ, ყველანი ერთად გამოვედით – ეს იქნება კულმინაცია.

ამის პარალელურად, ჩვენ უნდა ვუთხრათ პარტნიორებს, იცით რა, მეგობრებო? ხალხს იჭერენ, ცემენ, ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ გამოვიდა 300 ათასი, ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ გთხოვთ ელემენტარულ რამეს, ეს ხუთი პუნქტი თუ რამდენიც იქნება, დაათმობინეთ. ეს იქნება კონცენტრირებული ზეწოლა, აქ 300 ათასი ადამიანი, პარალელურად, იქიდან ყველას ეცოდინება, რომ ამ კულმინაციამდე მივდივართ“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved