• რეკლამა
  • კონტაქტი
08:13, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლელოს ახალი ინიციატივა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
21:53 03-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
383

ევროპელი პარტნიორების წინადადებით და მათთან კონსულტაციების შედეგად, “ლელო” გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება მოხდეს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ლელო“ აღნიშნავს, რომ საბჭოს ამოცანა იქნება, აიძულოს „ქართული ოცნება” შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელსაც ევროკავშირი ელოდება ქვეყნის ხელისუფლებისგან, ნათელი გახადოს პასუხისმგებლობის საკითხი ყველა კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით და ამით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების უფლება ზუსტად იყვნენ ინფორმირებულნი ევროკავშირის დღის წესრიგის გამოწვევებთან დაკავშირებით.

„”ქართული ოცნების” მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ხელოვნურად შექმნილმა დაბრკოლებებმა, ჩვენი ქვეყნის პარტნიორების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

ცალსახად გაცხადდა, რომ ევროკავშირს სანდო პარტნიორი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ ჰყავს. ამავე დროს, ევროკავშირის დღის წესრიგია, რომ საქართველომ წარმატებით გაატაროს ის რეფორმები, რომელსაც ევროკავშირი ელოდება და ამით გზა გაეხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. ამ პროცესში ევროკავშირის მთავარი პარტნიორები უნდა გახდნენ ის ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც რეალურად მუშაობენ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან წამოსული წინადადებით და მათთან კონსულტაციების შედეგად, „ლელო” გამოდის ინიციატივით, რომ მოხდეს ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება. მის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ ქართული სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლები და საპარლამენტო/პროევროპული პოლიტიკური ოპოზიციის წევრები. მიგვაჩნია, რომ საჭიროა ამ საბჭოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

საბჭოს ამოცანა იქნება ოპერატიულ რეჟიმში გააკონტროლოს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის გზით აცნობოს საქართველოს მოქალაქეებს იმ დაბრკოლებების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება უქმნის ევროკავშირში შეტანილი განაცხადის წარმატებას და აქტიურად იმუშაოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე შიდა და გარე წნეხის კოორდინაციის გზით.

საბჭოს ამოცანა იქნება, აიძულოს „ქართული ოცნება” შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელსაც ევროკავშირი ელოდება ქვეყნის ხელისუფლებისგან, ნათელი გახადოს პასუხისმგებლობის საკითხი ყველა კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით და ამით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების უფლება ზუსტად იყვნენ ინფორმირებულნი ევროკავშირის დღის წესრიგის გამოწვევებთან დაკავშირებით.

„ლელო“ აქტიურ კონსულტაციებს გამართავს ამ საკითხზე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საპარლამენტო/პროევროპული ოპოზიციის სხვა წევრებთან.

ამოცანაა, რომ ამ ეტაპზე ერთიანი ძალისხმევით არ მივცეთ “ქართულ ოცნებას” უფლება, რომ ქვეყანას საბოლოოდ წაართვას ისტორიული შანსი-ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი.

თუმცა, ცხადია, რომ ეს ხელისუფლება არ უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ცხადია, რომ საზოგადოება მუდმივად იძულების წესით ვერ გააგრძელებს ურთიერთობას საკუთარ მთავრობასთან, რომელიც უნდა წარმართავდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ამიტომ, “ლელო”-ს პოზიციაა, რომ საქართველოს ევროპული გზის რეალური და საბოლოო წარმატებისთვის საჭიროა პოლიტიკური ცვლილებები და არჩევნების გზით “ქართული ოცნების” გასტუმრება ქვეყნის მართვის სადავეებიდან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: ლელო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved