• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლე პენს ევროპარლამენტის ფულის მითვისების საქმეზე შინაპატიმრობა მიესაჯა

ალია ავტორი - ალია
19:00 07-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
231

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული გაერთიანების ლიდერს, მარინ ლე პენს, ევროპარლამენტის სახსრების მითვისების საქმეზე ერთწლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ შეამცირა ლე პენის მიერ არჩევნებში მონაწილეობასა და თანამდებობის დაკავებაზე მოთხოვნილი 5-წლიანი შეზღუდვა და ულტრამამემარჯვენე პოლიტიკოსს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა შეეძლება.

თუმცა, განაჩენამდე ლე პენმა თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული სამაჯურით არ მიიღებდა.

ამას გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტია ეროვნული გაერთიანება 2 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის, საიდანაც 1 მილიონი ევრო პირობითია. POLITICO-ს შეფასებით, ეს გადაწყვეტილება სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს პარტიას, რომელიც უკვე აწყდება სირთულეებს მომავალი საპრეზიდენტო კამპანიის დასაფინანსებლად საბანკო სესხის მოპოვების კუთხით. ამასთან, სასამართლომ საქმის ფიგურანტებს ევროპარლამენტისთვის 1.9 მილიონი ევროს დაბრუნებაც დაავალა, როგორც არამიზნობრივად გამოყენებული თანხის ანაზღაურება.

ლე პენი და მისი პარტიის 24 ყოფილი ევროპარლამენტარი, თანაშემწე და ბუღალტერი 2025 წელს დამნაშავედ ცნეს ევროპარლამენტის სახსრების არამიზნობრივ გამოყენების საქმეზე. სასამართლოს დასკვნით, 2004-2016 წლებში მოქმედებდა სქემა, რომლის ფარგლებშიც ევროპარლამენტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები საფრანგეთში პარტიის თანამშრომლების ხელფასების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ევროპარლამენტისთვის არ მუშაობდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved