რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ე.წ. მოსკოვის ფორმატის შეხვედრის გახსნაზე ავღანეთის წარმომადგენელ თალიბებს ჭეშმარიტად ინკლუზიური მთავრობის შექმნისკენ მოუწოდა.
“ავღანეთში მშვიდობის მიღწევა ისევ აქტუალური გამოწვევაა. მისი მოგვარების გარანტიას რუსეთი, უპირატეს ყოვლისა, ჭეშმარიტად ინკლუზიური მთავრობის ფორმირებაში ხედავს, რომელიც სრულად უნდა ასახავდეს და წარმოადგენდეს არა მარტო ეთნიკური ჯგუფების, არამედ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ინტერესებს”. – თქვა ლავროვმა.
მოლაპარაკებებში მონაწილეობას რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ინდოეთის და ირანის დელეგაციები იღებენ, ავღანეთის მხარეს კი თალიბები წარმოადგენენ.
კომენტარები