„სიენენის“ ინფორმაციით, ლას ვეგასში უსახლკაროები მანქანების სადგომზე გადაიყვანეს.
როგორც გამოცემა იტყობინება, დიდი ხანია, რაც ლას – ვეგასში, კათოლიკე საქველმოქმედო პირთა თავშესაფარი უსახლკაროებს მომსახურებას უწევდა. სიტუაცია კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც თავშესაფარში მცხოვრებ ერთ-ერთ უსახლკარო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის გამო, თავშესაფარი დაიხურა და 500 უსახლკარო პირი ბედის ანაბარად დარჩა.
ლას ვეგასსა და კლარკის საგრაფოში ნევადის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, უსახლკაროთა თავშესაფარი კაშმან ცენტრის ავტოსადგომზე შეექმნათ. შაბათ-კვირის განმავლობაში, ცენტრის ავტოსადგომი, რომელიც ჩვეულებრივ, საკონცერტო და ბეისბოლის სტადიონის კომპლექსია, მოხალისეების დახმარებით საძილე ადგილად გადაკეთდა.
წყარო – მარშალპრესი
კომენტარები