• რეკლამა
  • კონტაქტი
06:33, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კვლევა: ჭარბი წონა ქალებში მათი ბაბუების მიერ ადრეულ ასაკში მოწევის დაწყებას უკავშირდება

ალია ავტორი - ალია
11:27 01-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

ბრისტოლის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანიც ადამიანის ჯანმრთელობის მის მომავალ შთამომავლობაზე გავლენის შესწავლა იყო. მათი აღმოჩენები ჟურნალში Nature გამოქვეყნდა.

2014 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ მომავალი მამები რეგულარულად ეწეოდნენ სქესობრივ მომწიფებამდე, მათ ვაჟებს სიმსუქნისკენ მიდრეკილება ჰქონდათ. ქალიშვილების ფიზიკურ ფორმაზე ამ ფაქტორს გავლენა არ ჰქონია. მოგვიანებით კი მეცნიერებმა ახალი პროექტი – „90-იანების ბავშვები“ დაიწყეს, რომლის ფარგლებში ადამიანებზე ბაბუებისა და დიდი ბაბუების ჯანმრთელობის გავლენა შეისწავლეს.

სპეციალისტებმა 14 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და მოწევასა და ჭარბ წონას შორის პირდაპირი კავშირი აღმოაჩინეს. კერძოდ, თუ ქალის ბაბუა მამის მხრიდან 13 წლამდე იწყებდა მოწევას, შვილიშვილის ჭარბი ცხიმოვანი მასა 17 წლის ასაკში +3,5 კილოგრამს შეადგენდა, 24 წლის ასაკში კი +5,5 კილოგრამს. თუ ადრეულ ასაკში მოწევას დიდი ბაბუები დედის მხრიდან იწყებდნენ, მათი მდედრობით სქესის შვილთაშვილებს 17 წლის ასაკში +5 კილოგრამი ჭარბი წონა აღენიშნებოდათ, 24 წლის ასაკში კი ეს მაჩვენებელი 6 კილოგრამს აღწევს. მამრობითი სქესის შთამომავლებში ეს ეფექტი არ ფიქსირდება.

კვლევის შედეგების შეჯამებისას ავტორებმა დამტკიცებულად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ სქესობრივ მომწიფებამდე ბიჭის ორგანიზმზე გარკვეული ნივთიერებების ზემოქმედებას მომდევნო თაობებზე გავლენის ქონა შეუძლია. ამგვარად, ბავშვებში ჭარბი წონა შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული მათ კვებასა და ფიზიკურ აქტივობასთან, არამედ მათი წინაპრების ცხოვრების წესის შედეგი აღმოჩნდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved