კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნება. ამის შესახებ ცნობილი ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან გახდა.
მაია ბითაძეს ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატი ჰქონდა.
49 წლის მაია ბითაძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია.
2011-2017 წლებში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის და მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2017-20 წლებში იყო თბილისი მერის კალაძის მოადგილე. პოლიტიკურ წრეებში მას სწორედ კალაძის კადრად მოიაზრებენ.
კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თიკა რუხაძემ მინისტრის თანამდებობა სოციალური ქსელით გამოქვეყნებული განცხადებით 28 ივლისს დატოვა.
ამჟამად საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობას პროფესიით ეკონომისტი მიხეილ კიკნაძე ასრულებს. 2025 წლამდე მას მას სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.











კომენტარები