• რეკლამა
  • კონტაქტი
13:43, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კრემლის მხრიდან ხაზგასმა იყო ატომურ შეიარაღებაზე, მეტიც…” – რა განაცხადა პუტინმა? – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
01:33 06-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
525

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

“26 ივნისის შეჯამება უკრაინაში:

– რუსებმა დაბომბეს კიევი, შევჩენკივსკის რაიონი, ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ქალაქზე იერიში, სავარაუდოდ, კვლავ ბელორუსის საჰაერო და სახმელეთო სივრციდან განხორციელდა. სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. განადგურებულ ინფრასტრუქტურას შორისაა საბავშვო ბაღი. ეს ყველაფერი მიზანმიმართული ტერორია.

– დღესვე დაიბომბა ოდესა. ფრთოსანი რაკეტები დასავლეთ უკრაინის სხვადასხვა ქალებისაკენაც იყო გაშვებული, თუმცა უკრაინელებმა მათი დიდი ნაწილის ჩამოყრა მოახერხეს.

– რუსეთი განიხილავს ბელორუსს ახლო მომავალში მიაწოდოს Iskander-M ტიპის რაკეტები, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლია. აქამდეც განათავსა რუსეთმა ბელორუსში მსგავსი შეიარაღება, მაგრამ ახლა კრემლის მხრიდან ხაზგასმა იყო ატომურ შეიარაღებაზე. მეტიც, პუტინმა განაცხადა, რომ ბელორუსული მოიერიშე თვითმფრინავი Su-25-ის მოდიფიცირების შემდეგ ბირთვული იარაღის ტარება მათაც შეეძლებათ.

რუსეთს ისკანდერები კალინინგრადის მიმართულებითაც აქვს განთავსებული. სხვათა შორის “ისკანდერი” საქართველოს წინააღმდეგაც იყო გამოყენებული 2008 წლის ომში.

– დღეს რამდენიმე თავდასხმა მოხდა კოლაბორაციონისტებზე რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქებში. მათ შორის ნოვა კახოვკაში კოლაბორაციონისტს მანქანა დაუწვეს, სხვას კი მუქარის წერილი მიუვიდა. ეს ის ინფორმაციაა რაც გახდა ცნობილი. დეტალები უცნობია, თუმცა რაც დრო გადის სამხრეთში უფრო და უფრო იშლება ანტისაოკუპაციო პარტიზანული მოძრაობები.

– რუსულ სამხედრო ტვირთებს პრობლემა ექნებათ რკინიგზაზე, როგორც ბელორუსში, ისე რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფეთქებები, დივერსიული აქტები, თავდასხმები და სხვა ძალიან მომრავლდა. დღესაც მოხდა რამდენიმე ასეთი შემთხვევა.

– ირკვევა, რომ იზიუმში უკრაინელებმა რუსების არმიის შტაბი დაბომბეს. მაღალი ალბათობით ესაა 20-ე არმიის შტაბი. სავარაუდოა, რომ ბევრი მაღალი რანგის ოფიცერი იქნა მოკლული.

ზოგადი შეფასება:
რუსები სევეროდონეცკის დაკავების შემდეგ გადაჯგუფებას ახდენენ. ზოგადად რუსების ტაქტიკა შეიცვალა – მნიშვნელოვან ქალაქებსა თუ დასახლებებს, რომელთა დაკავებასაც წარმატებით ახდენენ, იქ სამხედრო პოზიციებს ამაგრებენ და შემდგომ იწყებენ ახალი სამიზნის ამორჩევას. სევეროდონეცკის შემდეგ ლისიჩანსკი იქნება საბრძოლო მოქმედებების მთავარი სამიზნე, მაგრამ საკითხავია რუსები მის ალყაში მოქცევას შეეცდებიან და ქალაქის მიწასთან გასწორებას დაიწყებენ თუ პირდაპირ შტურმზე გადავლენ, ყოველგვარი ალყის შექმნის მცდელობის გარეშე. რეალურად, ლისიჩანსკის სევეროდონეცკზე დიდი ქალაქია, თუმცა მის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია საკმაოდ რთულია.”

 

თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved