• რეკლამა
  • კონტაქტი
06:15, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოვიდგადატანილი ადამიანი ბუნებრივ იმუნიტეტს ინარჩუნებს ექვსი-რვა თვის განმავლობაში და არა სიცოცხლის ბოლომდე – ივანე ჩხაიძე მუდმივი მწვანე სტატუსის იდეას არ ეთანხმება

ალია ავტორი - ალია
19:24 11-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

 ადამიანი, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავრუსი, უმრავლეს შემთხვევაში, ბუნებრივ იმუნიტეტს ინარჩუნებს ექვსი-რვა თვის განმავლობაში და არა სიცოცხლის ბოლომდე – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„ჩვენ თუ შევხედავთ ამას სამედიცინო თვალსაზრისით, ყველაზე მეტად მიღებული, გავრცელებული, სამედიცინო და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი არის ექვსთვიანი პერიოდი კორონავირუსის მწვავე ფაზის გადატანის შემდეგ. ანუ თუ თქვენ გადაიტანეთ კორონავირუსი, ეს არის ბუნებრივი იმუნიტეტი, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, ექვსი-რვა თვის განმავლობაში იყოთ მაქსიმალურად დაცული ინფიცირებისაგან. ზოგ შემეთხვევაში, ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი წელიც, მაგრამ საუბარი, რომ ადამიანმა, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, სიცოცხლის ბოლომდე იქნება დაცული კორონავირუსისგან, არ არის სწორი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის თქმით, პირებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი, მუდმივი მწვანე სტატუსის მინიჭება ვაქცინაციისთვის მოტივაციის გაზრდას არ უწყობს ხელს.

„სწორია, აი, ამ ფორმულირების უკან დგას ნაკლები მოტივაცია ვაქცინაციის. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანები, რომლებიც ბოლო პერიოდში ავადდებიან კორონავირუსით, აცრილები არ არიან. ასე რომ, ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც შეიძლება, ამ ადამიანებს ვაქცინაციის იდეა საერთოდ დაუკარგოთ. გადატანილი კორონავირუსის სტატუსი მართლაც მისცემთ პირებს შესაძლებლობას, რომ საკმაოდ ხანგრძლივად, წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ისარგებლონ გარკვეული სერვისებით. ეს სამედიცინო თვალსაზრისით მიუღებელია, რადგან პრაქტიკულად არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანი კორონას გადატანიდან წელიწადის ან წელიწად-ნახევრის შემდეგ ინფიცირებისგან დაცულია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved