უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, კორონავირუსი არა ცხოველებიდან, არამედ ჩინეთის საიდუმლო ლაბორატორია F4-დან გაჟონვის შედეგად გავრცელდა, რომელიც თითქოს, ქალაქ ვუჰანში მდებარეობს.
“ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ამ ლაბორატორიიდან მოხდა ვირუსის გაჟონვა და არ არის საჭირო ცხოველების დადანაშაულება. ის მძლავრი ლაბორატორიაა, რომელიც 2015 წელს ამუშავდა, ამ დროისთვის კი ის დაკეტეს, რადგან მიხვდნენ, იქ რაც ხდება“, – განაცხადა დანილოვმა.
ვირუსის გავრცელების შემდეგ სპეციალისტებმა ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზრობიდან 585 ნიმუში აიღეს და დაადგინეს, რომ COVID-19-ის გავრცელება ცხოველებიდან მოხდა. ამასთანავე, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების ფაქტები ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდა.
წყარო – რეპორტ.ჯი
კომენტარები