თელავში, კორონავირუსით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექთანი გარდაიცვალა.
50 წლამდე ლია გაგნიძე, კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ექთანს გართულებები ფილტვებზე წარმოეშვა.
“თავდაპირველად თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში შეიყვანეს. მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.მალევე გადაიყვანეს თბილისში, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
კომენტარები