საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2324 ადამიანი, 35 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები