დღეს ჩვენ ცენტრს 5 ადამიანი დაემატა და ამ დროისთვის 39 პაციენტი გვყავს-ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ 3 პაციენტს ვირუსისგან გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და მათ საავადმყოფო დღის განმავლობაში დატოვეს.
როგორც ეზუგბაიამ თქვა, კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტი ინფიცირებული 10 წლის ბავშვის მშობელია. „დღეს დილად 14-მდე ტესტი გავაკეთეთ და მშობელს დაუდასტურდა, დანარჩენი ნეგატიური იყო“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარები