დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხეა და მოუწოდებს დამსაქმებლებს, ოჯახის წევრებს და ყველა შემხებლობაში მყოფ პირს, თავი აარიდონ იტალიიდან დაბრუნებულ ადამიანებთან კონტაქტს.
„არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში. თუ ვინმეს იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში იყოს თვითიზოლაციაში, მე მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანებს”
საქართველოში დღეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 44 წლის კაცია.
წყარო – პრაიმტაიმი
მივედით იმ ზღვრამდე, რომ პაატა იმნაძეს, რომელიც მხოლოდ იტალიიდან ჩამოსული ადამიანებისთვის თავის არიდებას გვირჩევს – სათქმელი მხოლოდ ესა აქვს, შეგნება და თვითიზოლაცია.
როგორ წარმოუდგენია იმ პირის თვითიზოლაცია, რომელიც მარტო არ ცხოვრობს – არ ვიცით.
აი, იანვარში რომ კარანტინისთვის საავადმყოფოს შენობის დაცლას ითხოვდა ერთი ექიმი, იმ ექიმის ძებნა დაიწყეს, ვინ გაბედა თქმაო, პრობლემის აღმოფხვრა კი არა, აეროპორტებში თერმული სკანერის დადგამას რომ ვითხოვდით, მაგაზეც იცინოდნენ.
მხოლოდ იტალიიდან დაბრუნებულს არ უნდა მოვერიდოთ, სამწუხაროდ.
“ალია”
კომენტარები