თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულთან არის დაკავშირებული.
მისივე თქმით, ახალი პაციენტები კოვიდის მიმღებ სხვა ცენტრებში არიან მოთავსებული.
„დილის შემდეგ მონაცემები შეიცვალა. დილას თუ 77 დადასტურებული შემთხვევა იყო, ახლა არის 79. ანუ ორი შემთხვევა დაემატა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მარნეულის წყაროა. ეს პაციენტები ჩვენს ცენტრში არ იმყოფებიან, რომელიღაც კოვიდის მიმღებ დაწესებულებებში არიან მოთავსებულები და იქ გააგრძელებენ ალბათ მკურნალობას. ჩვენი ცენტრის მონაცემები არ შეცვლილა“
კომენტარები