როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გარდა კორონავირუსის ინფექციისა უკვე ორმა ვირუსებმაც იჩინა თავი.
„უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ჩანს, არც სხვა კორონავირუსები ჩანან“
ასევე, გამყრელიძემ ისაუბრა სეზონურ ვაქცინასთან დაკავშირებითაც. მისი ინფორმაციით, უკვე შემოსულია ვაქცინის 25 000 დოზა, რომელიც განაწილებულია პოლიკლინიკებში. გამყრელიძე განმარტავს, რომ პირველ რიგში რისკ ჯგუფში შემავალი პირები იცრებიან
ვფიქრობთ, ბატონ ამირან შეეშალა, მას უნდოდა ეთქვა, ალბათ, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებშიც კი, მხოლოდ 25 000 დოზა გრიპის ვაქცინაა შემოსული, რაც, რიკს ჯგუფებს სრულად, ვერანაირად ეყოფა.
კომენტარები