თბილისში, 8 მარტს დაგეგმილი ცნობილი საქსოფონისტის ჯიმი საქსის კონცერტი გადაიდო. კონცერტის ორგანიზატორის თქმით, მიზეზი საქართველოში დადასტურებული ახალი კორონავირუსის შემთხვევა გახდა.
მისი ინფორმაციით, მუსიკოსთან ახალ თარიღზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეეხება ბილეთებს, ვისთვისაც ახალი თარიღი მიუღებელი იქნება, საორგანიზაციო ჯგუფი მზადაა, თანხა უკან დაუბრუნდეს, სხვა შემთხვევაში, შეძენილი ბილეთები ძალაში იქნება.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობს გამოცხადება და სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.
კომენტარები