• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორონავირუსის გამო ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ზიარების წესი შეიცვალა

ალია ავტორი - ალია
19:55 03-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიაში ზიარების წესი შეიცვალა. როგორც ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე “ფორმულასთან” საუბრისას განმარტავს, საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო, ეკლესიამ განსაკუთრებული ზომების მიღება გადაწყვიტა.

“ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ უნდა დააყენო, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვეცვალა ზიარების წესი. ჩვენი ეკლესიის ტრადიცია ასეთია: ღვთისმსახურება ტარდება არამხოლოდ კვირაობით, დილის მსახურებაზე, არამედ საღამოსაც. რაც შეეხება ფორმებს, მრევლი საერთო თასით სვამს ღვინოს და საერთო ფეშხუმიდან იღებს დამტვრეულ პურს. ამჯერად კი ზიარების ფორმა შევცვალეთ. უფრო ზუსტად მხოლოდ ღვთისმსახური, რომელსაც განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები აქვს მიღებული, იღებს პურს, ჩააწობს მას ღვინოში და პურის მშრალი მხარით მიაწვდის მზიარებელს. ამ გზით ვფიქრობთ თავიდან ავიცილებთ რისკებს”,-ამბობს ეპისკოპოსი. 

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით თუ მოვლენები კიდევ უფრო დამძიმდა, სამომავლოდ პროცესიის წესებსაც შეცვლიან. 

“ვითარება თუ უფრო გართულდება, სამომავლოდ შეიძლება ამ სიხშირით ზიარება აღარ ჩატარდეს და შევამციროთ მისი სიხშირე, ანუ რაოდენობა. ჩვენ ვთვლით, ზიარების მნიშვნელობას არ ცვლის ზიარების ფორმები”,-აღნიშნავს რუსუდან გოცირიძე. 

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას, შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციით ზიარების წესს საუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ის არასდროს შეცვლილა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved